ვნახე რომ დიდი მოთხოვნა იყო სკაიპზე ამიტომ გადავწყვიტე რომ იგივე ამეხსნა Yahoo Messenger-ზეც, ანუ როგორ გავხსნათ რამოდენიმე Yahoo Messenger-ის ფანჯარა ერთიდაიგივე კომპიდან.
ეს მეთოდი მუშაობს Windows XP-დან დაწყებული Windows 7-ის ჩათვლით.
- გახსენით სტარტ-მენიუ და Run-ით გამოიძახეთ ბრძანება: regedit (ეს ჩაწერეთ Run-ში)->
- მიყევით მისამართს: HKEY_CURRENT_USER->software->yahoo->pager->test
- მარჯვნივ ცარიელ დაფაზე დავაწვეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს new-> DWORD VALUE
- შემდეგ დავარქვათ plural დავაწვეთ 2 ჯერ მაუსის მარცხენა კნოპკით და value data-ში ჩავწეროთ 0-ის მაგივრად 1
- დაწწექით ok და მზადაა.
იმედია გასაგები ენით დავწერე. თუ რამე შეკითხვა გექნებათ ფორუმზე დაწერეთ.