კომპთან უფრო და უფრო ხშირი ურთიერთობისას დგებით სხვადასხვა პრობლემების წინაშე რომელთა გამოსწორება ზოგჯერ ადვილი ზოგჯერ კი ცოტა არ იყოს ძნელია. შეიძლება ითქვას გამოცდილება ევრორებიდან მოდისო.. მართალიც იქნება რადგან, სანამ რაღაც არ დაგიევრორებს მანამდე ვერ ისწავლი მისი შეკეთების გზებს.

შეცდომები ოპერაციულ სისტემაში ძირითადად გამოწვეულია სხვადასხვა სისტემური ფაილების დაზიანებით რომელთა შეკეთება და ორიგინალი ჩასწორებაა საჭირო. ზოგჯერ ჩვენი საყვარელი ვირუსები სისტემური ფაილების თავისთვის სასარგებლოდ სრულ მოდიფიკაციას ახდენენ. სწორედ ამ დროს სისტემა გამართულად ვეღარ ახერხებს მუშაობას და ვირუსების ჩუმი ჩ*** ჩანაფიქრებიც 100%-ით სრულდება 🙂

 

რა არის Rundll32.exe ?

Rundll32.exe ერთერთ მნიშვნელოვანი პროცესის სახელია. მისი დანიშნულებაა სხვადასხვა პროგრამების dll ფაილების მოგროვება, ბიბლიოთეკად შექმნა და ოპერატიულ მეხსიერებაში გადაყრა. ამ პროცესის დაზიანება ნიშნავს რომ ვერ იმუშავებთ პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრულყოფილად. კომპიც გაჭედავს და არც ნერვები იზავს ნაკლებს.. მოკლედ ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ თუ მაინც მოხდა და დაგიზიანდათ Rundll32.exe ნუ იდარდებთ მისი შეკეთება მარტივი მოქმედებებით შეიძლება..

როგორ შევაკეთოთ Rundll32.exe ?

პირველი მეთოდი

შეირბინეთ ამ ორ სისტემურ ფოლდერში: C:\windows\system32\dllcache და C:\windows\ServicePackFiles\i386, გადახედეთ ამ ფოლდერში არსებულ სისტემურ ფაილებს და მონახეთ Rundll32.exe, თუ ასეთი ფაილი არსებობს უბრალოდ დააკოპირეთ და თავზე გადააწერეთ/ან ჩაწერეთ სისტემურ ფოლდერში C:\windows\system32

გადატვირთეთ კომპიუტერი

 

მეორე მეთოდი

თუ ამ ფოლდერებში არ დაგხვდათ ეგ ფაილი ან სხვა რაიმე პრობლემაა უბრალოდ შეგიძლიათ თქვენი ვინდოუსის საინსტალაციო CD-ზე მონახოთ ეგ ფაილი..

ამ პრობლემის გადასწყვეტად შეასრულეთ შემდეგი მოქმედება:

  1. ჩადეთ windows xp დისკი CD/DVD მოწყობილობაში
  2. დააჭირეთ ღილაკს გაშვება და ამოირჩიეთ პუნკტი შესრულება
  3. შეიყვანეთ ბრძანება expand X:\i386\rundll32.exe_ c:\windows\rundll32.exe ველში გახსნა. სადაც X- CD/DVD მოწყობილობაა
    გადატვირთეთ კომპიუტერი

 

მესამე მეთოდი

უკიდურეს შემთხვევაში გამოსავალია ვინდოუსის გადაყენება ან Repair-ი რომელიც დიდ დროს წაიღებს და შეილება სისტემური დისკის დაფორმაებაც დასჭირდეს. ასე რომ სცადეთ ზემოთ აღწერილი მეთოდი და უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ მაგიურ რეინსტალაციას რომელიც იმედი მაქვს არაერთხელ გაგიკეთებიათ.