აიკონები ის პატარა ნახატებია რომლებიც წარმოადგენენ ფოლდერებს, ფაილებს და ა.შ.
ფოლდერებს – ყვითელი საქაღალდე ახატია, სურათის ფორმატის ფაილებს – სურათები, ფილმებს – კინოს ლენტა და ა.შ.
ზოგჯერ გვბეზრდება ერთიდაიგივე აიკონების ყოველდღიურად ყურება და გვიჩნდება სურვილი მისი რაიმე ახლით და ლამაზით ჩანაცვლების. გვინდა რომ My Computer-ის იკონის სხვანაირად გამოიყურებოდეს, My Document-ის კიდე სხვანაირად და ა.შ. იმისათვის რომ ეს სურვილი განვახორციელოთ საჭიროა გვქონდეს უკვე გამზადებული სხვა ახალი და ლამაზი აიკონები რომლითაც ჩავანაცვლებთ მოძველებულ და მომაბეზრებელ იკონკებს.
ახალი აიკონების მოძებნა შეგიძლიათ ამ საიტზე http://www.iconarchive.com
მას შემდეგ რაც დაათვალიერებთ და შეარჩევთ სასურველ აიკონებს, შერჩეული იკონის გვერდზე ქვედა მხარეს ნახავთ განყოფილებას Download icon set (* icons), ამ განყოფილაებაში მიაჭირეთ ლინკს რომელსაც ვინდოუსის ლოგო ახატია და ჩამოქაჩეთ შერჩეული აიკონების პაკეტი.
თუ მხოლოდ ერთი ცალი გინდათ ამ პაკეტიდან შერჩეული იკონის განყოფილებაში მონახეთ ლინკი Download as .ico file და ჩამოქაჩეთ შერჩეული აიკონი, რაც მთავარია გაითვალისწინეთ რომ იკონი უნდა იყოს სპეციალურ .ico ფორმატში და არა PNG-ში.
ამის მერე განვიხილავთ აიკონების შეცვლის ორ გზას.
შეცვალეთ ფოლდერის იკონკა:
- მონიშნეთ სასურველი ფოლდერი რომლის აიკონის შეცვლაც გინდათ და მარჯვენა წკაპით გამოიყვანეთ მისი კონტესტური მენიუ.
- მოძებნეთ [Properties] და გახსენით.
- გამოსულ ფანჯარაში გადადით [Customize] ჩანართში დააწექით ღილაკს [Change Icon…],
- ახალ ფანჯარაში აირჩიეთ სასურველი იკონი რომელიც არსებობს shell32.DLL ფაილში,
- თუ ეს აიკონები არ გაკმაყოფილებთ და გაქვთ სხვა აიკონების .DLL ფაილი ან გადმოწერილი .ico ფორმატის ფაილი – დააწექით [Browse]-ს და აირჩიეთ ახალი აიკონების ფაილი
- შერჩეული იკონი მონიშნეთ და დათანხმეთ.
შედეგად ნახავთ რომ ფოლდერის დიზაინი შეიცვლება…
შეცვალეთ My Computer, My Document-ის და სხვა სისტემური ფოლდერის აიკონი:
- შეაჭერით მისამართზე: [Start Menu] > [Control Panel] > [Display] > [Desktop] > [Costumize Desktop]
- გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ აიკონი რომელიც გინდათ რომ შეცვალოთ.
- მონიშვნის შემდეგ მოძებნეთ სასურველი აიკონი (.ico ფორმატის ან DLL) რომლითაც გინდათ შეცვალოთ ძველი აიკონი.
- ამის მერე დაათანხმეთ და იკონიც შეიცვლება.
როგორ შევცვალოთ მთელი სისტემის აიკონები:
shell32.DLL ფაილის შეცვლით ყველა იკონი ჩვენს საყვარელ ოპერაციულ სისტემაში ჩანაცვლდება ახლით.
თუკი უკვე გაქვთ ახალი shell32.DLL ფაილი და მისით გინდათ ჩაანაცვლოთ ძველი, არსებობს ამის გაკეთების ორი გზა:
ერთი პატარა პროგრამის გამოყენებით:
- გადმოიწერეთ პროგრამა [ Replacer V2.63 ]
- გაშალეთ გადმოწერილი არქივი და გაუშვით ფაილი Replacer.cmd ;
- გამოსულ ფანჯარაში გადაათრიეთ და ჩააგდეთ ის სისტემური ფაილი რომელიც უნდა ჩავანაცვლოთ ანუ ჩვენ შემთხვევაში აი ამ მისამართზე ” C:\WINDOWS\system32 ” არსებული სისტემური ფაილი shell32.dll ,
- დააწექით [Enter]-ს და ამის მერე ჩააგდეთ ის ახალი shell32.dll..
- ამის მერე კიდე [Enter]-ი და მორჩა შოუ! ფაილი ჩანაცვლებულია, ერთი რესტარტი და ეგაა….
ან საკუთარი ხელებით:
- ჩატვირთვამდე დააწექით F8 ღილაკს და ვინდოუსი ჩატვირთეთ Safe Mode-ში.
- გადადით მისამართზე C:\WINDOWS\system32 მისამართზე და shell32.dll გადაარქვით სახელი shell32.bak
დააკოპირეთ თქვენი ახალთახალი shell32.dll ფაილი და ჩააგდეთ ამ ფოლდერში - თუ თქვენს კომპში არის C:\Windows\ServicePackFiles ფოლდერი:
– გააჭერით Windows\ServicePackFiles\i386 მისამართზე და გადაარქვით shell32.dll-ს shell32.bak-ი.
– დააკოპირეთ თქვენი ახალთახალი shell32.dll ფაილი და ჩააგდეთ ამ ფოლდერში - თუ თქვენს კომპში არ არის C:\Windows\ServicePackFiles ფოლდერი:
– გააჭერით Windows\system32\dllcache მისამართზე და გადაარქვით shell32.dll-ს shell32.bak-ი.
– დააკოპირეთ თქვენი ახალთახალი shell32.dll ფაილი და ჩააგდეთ ამ ფოლდერში
გადატვირთეთ კომპი და გილოცავთ, თქვენ შეცვალეთ shell32.dll ფაილი!