რადგან უკვე არაერთხელ დამისვეს ეს კითხვა, დღეს სპეციალურ სტატიას შემოგთავაზებთ.
არის სიტუაცია როდესაც ინტერნეტში წააწყდებით თქვენს საყვარელ თამაშს ან პროგრამას. შეიძლება ეს იყოს ოპერაციული სისტემაც.. მაგალითად გადმოვწერეთ Windows-ი.
მაგრამ ფაილის ფორმატი უცნაურია, რომელიც არაფრით არ იხსნება და 3-4 გიგაბაიტს იწონის. რა უნდა ვუყოთ ამ ფაილს?
საქმე იმაშია რომ ფაილი ხშირად არის დისკის იმიჯი. ანუ ჩვენს ენაზე ეს არის ზუსტი ასლი Windows-ის დისკისა რომელიც შენახულია ერთ ფაილად. ასეთი ფაილებია ძირითადად .ISO, .BIN და კიდევ რამდენიმე სხვა ფორმატი.
ამ ფაილში წერია ზუსტად რომელი ინფორმაცია დისკის რომელს ნაწილში უნდა ჩაიწეროს, იმისათვის რომ დისკი სწორად ჩაიტვირთოს. ჩვენ თუ ამ ფაილის შიგთავსს ისე უბრალოდ გადავაკოპირებთ დისკზე, სამწუხაროდ საინსტალაციო დისკის მაგივრად “ციფრულ დომხალს” მივიღებთ…
პირველი ნაბიჯები
მოკლედ ასეა თუ ისეა, საბოლოოდ ამ ფაილების მოსავლელად არსებობს სპეციალური პროგრამები რომელთაგანაც ერთ-ერთს ბევრუ თქვენგანი იცნობს. მისი სახელია “Nero”, მაგრამ მე დღეს ამ პროგრამას არ გამოვიყენებ რადგან ჯობს ალტერნატივაც იცოდეთ და პროგრამა რომელსაც მე გამოვიყენებ გაცილებით მსუბუქი და ადვილად სამართავია.
მოკლედ ვიწერთ პროგრამას Ultra ISO (30 დღიანი საცდელი ლიცენზიით) და ვაყენებთ.
ჩაწერა
პირველ რიგში იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის და ზომისაა (600-700 მეგაბაიტისთვის CD და 4.6 გიგაბაიტამდე DVD) თქვენს მიერ გადმოწერილი იმიჯი, მოამზადეთ შესაბამისი დისკი.
ჩადეთ ცარიელი დისკი თქვენს CD/DVD ჩამწერ-წამკითხველში.
ამის შემდეგ მივდივართ ჩვენს ფაილთან და ვხსნით ჩვენს მიერ დაყენებული პროგრამით.
გამოვა ესეთი ფანჯარა:
სადაც ვაწვებით სურათზე წითლად მონიშნულ ჩაჭერის ღილაკს.
ამის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში კი ვამოწმებთ Recorder ველში ნამდვილად სწორადაა თუ არა მონიშნული ჩამწერი მოწყობილობა.
თუ ყველაფერი კარგადაა ვაჭერთ Burn-ს!
იწყება მაქსმიმალური სისწრაფით ჩაწერა რაც მალევე დასრულდება.
და აქ მთავრდება ყველაფერი.. თქვენი დისკი მზადაა.