როდესაც თავად კლავიატურა ითავებს მაუსის საქმეს შემდეგი კომბინაციები გამოგადგებათ
[Alt]+ [E nter ]— იხსნება მონიშნული ობიექტის თვისებები (properties) .
[Alt]+ [F4 ]— ხურავს აქტიურ პროცესს. თუ აცერთი პროცესი არ არის აქტივირებული იხსნება Shut Down მენიუ.
[Alt]+ [Tab ]— ერთი აქტიური ფანჯრიდან მეორეში გადასვლა და მისი გააქტიურება.
[Alt]+ [Space ]— ხსნის აქტიური ფანჯრის სათაურის ზოლის მენიუს, იგივეა რაც სათაურის ზოლზე მრჯვენა კლიკი 😉
[BackSpace ]— ერთი საქაღალდით ზევით ასვლა Windows explorer-ში, ერთი გვერდით უკან დაბრუნება Internet explorer-ში.
[Ctrl ]— დააჭირეთ იმ შემთხვევაში როდესაც ერთი ფანჯრიდან მეორეში რაიმე ფაილს ”გადაათრევთ”, ამ შემთხვევაში მოხდება ფაილის კოპირება და არა ამოჭრა და სხვაგან გადატანა.
[Ctrl ]+ [A] — ფანჯარაში ყველაფრის მონიშვნა.
[Ctrl ]+ [C] — მონიშნული ტექსტის ან ობიექტის კოპირება.
[Ctrl ]+ [X] — მონიშნულის ტექსტის ან ობიექტის ამოჭრა.
[Ctrl ]+ [V ]— ამოჭრილის ან კოპირებულის ჩასმა.
[Ctrl ]+ [Z] — რაიმე პროგრამაში ერთი მოქმედებით უკან დაბრუნება (თუ რაიმე შეგეშალათ).
[Delete ]— მონიშნული ობიექტის ან ტექსტის წაშლა.
[Ctrl ]+ [Esc], ან [Win] —Start მენიუს გამოძახება.
[Ctrl ]+[ Esc], ან [Esc] —გამოძახებული Start მენიუს დახურვა.
[Ctrl ]+ [Shift] — დააჭირეთ იმ შემთხვევაში როდესაც ერთი ფანჯრიდან მეორეში რაიმე ფაილს ”გადაათრევთ”, ამ შემთხვევაში საბოლოო ადგილას მოხდება ფაილის მოკლე კლავიშის (Shortcut) შექმნა.
[F1], [Win ]+ [F1] — დამხმარე კონსპექტის გამოძახება.
[F2] — მონიშნული ობიექტიზე ან ობიექტებზე სახელის გადარქმევა. ობიქტებზე გადარქმევის შემთხვევაში ობიექტებს დაერქმება თქვენს მიერ დარქმეული სახელი იმ განსხვავებით რომ თითოეულს დაემატება (1,2,3 და ა.შ.) ფრჩხილებში ფაილის რიგითი ნომერი.
[F3] — ძებნა.
[F4 ]— explorer-ში მისამართების სიის ჩამოშლა.
[F5] — განახლება. (refresh)
[F6] — explorer-ის მენიუებში გადართვა.
[F10] — აქტიურს ხდის პროგრამის მენიუს საწყის პუნქტს.
[Shift ]— ფაილის ”გადათრევისას” ერთი ფანჯრიდან მეორეში კოპირების გარეშე; Windows-ის ჩატვირთვისას ავტო-გაშვებადი, Startup-ში შეყვანილი პროგრამების გაშვების გაუქმება. ; დისკის დრაივში ჩადების შემდეგ, დისკის ავტოგაშვების (AutoRun)-ის გაუქმება.
[Shift ]+ [Delete ]— ობიექტის წაშლა სანაგვე ყუთში ჩაგდების გარეშე.
[Shift ]+ [F10] —ობიექტის კონტესტური მენიუს გამოტანა.
[Win ]+ [Break ]— გამოიძახებს System Properties-ს ფანჯარას.
[Win ]+ [D ] —ყველა ფანჯრის ჩახურვა, ხელმეორედ: განლაგების აღდგენა.
[Win ]+ [E ] — explorer-ის გამოძახება.
[Win ]+ [F] — search-ის გამოძახება.
[Win ]+ [R] — Run-ის გამოძახება.
[Win ]+ [Shift ]+ [M] — ფანჯრების განლაგების აღდგენა, ჩახურვის შემთხვევაში.
[Win ]+ [Tab ]— დაახლოებით იგივე რაც [Alt]+ [Tab ].
[Win ]+ [M] — Properties ფანჯრის გარდა ყველა აქტიური ფანჯარის ჩამოხურვა.
[Win ]+[L] ___ logout-ის გამოძახება