iphone 5

შენს iPhone-ს ბევრად მეტი შეუძლია ვიდრე შენ აქამდე გეგონა. სხვათაშორის Apple-ს ახალი აიფონ 5-ესის სარეკლამო კამპანიაც მსგავს თემას ეხება. თუმცა ამჯერად პირადი მაგიურ შესაძლებლობების მაგივრად ამ სმარტფონის შესაძლებლობებს გავეცნობით..

1. სისტემაში მუშაობისას დაშვებული შეცდომის გამოსწორება ტელეფონის შერხევით შეიძლება

თუ ტექსტს წერდი ან ფოტოს რედაქტირებას შეცდომა დაუშვი, უბრალოდ მძლავრად შეარხიე აიფონი და ეკრანზე გამოვა შეტყობინება რომელიც გკითხავს გსურს თუ არა დაბრუნდე ერთი მოქმედებით წინ.

undo typing

2. iPhone-ს შეუძლია უფრო სწრაფად დაიტენოს თუ სისტემას “თვითმფრინავის რეჟიმში” გადაიყვანთ

ჩართე “თვითმფრინავის რეჟიმი” და შენი iPhone თითქმის ორმაგად სწრაფად დაიტენება. ამ რეჟიმის დროს სატელეფონო ქსელის და სხვა რადიო ფუნქციების (WiFi, Bluetooth) გამორთვა ხდება და შესაბამისად ბატარეაც ნაკლებად დატვირთულია. არ დაგავიწყდეს რეჟიმის გამორთვა დატენვის შემდეგ, ვინაიდან ქსელის შეზღუდვის გამო შეიძლება მნიშვნელოვანი ზარები გამოტოვო.

airplane

3. შეგიძლია გაიგო შენს თავზე რომელი რეისის თვითმფრინავი მიფრინავს

დიახ შეგიძლია და თან ძალიან მარტივად! დააჭირე დიდხანს iPhone-ს მრგვალ ღილაკს Siri-ს გამოსაძახებლად და ჰკითხე “What flights are above me?” ან უთხარი “Planes overhead.” და მიიღებ ამომწურავ ინფორმაციას შენს თავზე მფრინავი რეისების შესახებ მოცემულ მომენტში. 

planes overhead

4. ტაიმერის გამოყენებით შესაძლებელია მუსიკა სასურველ დროს თავისით გამოირთოს

ეს შესაძლებლობა ძალიან გამოადგებათ ძილის წინ მუსიკის მოსმენის მოყვარულებს. იმის მაგივრად რომ iPhone-მა მთელი ღამე უკრას სიმღერები, ტაიმერის გამოყენებით შეიძლება მიუთითო გარკვეული დრო რის გასვლის შემდეგაც სისტემა შეწყვეტს მუსიკის დაკვრას. ამისათვის გახსენი ტაიმერი (საათის აპლიკაციაში), დააყენე სასურველი დრო ასათვლელად, დააჭირე ღილაკს “When Timer Ends”და მიუთითეთ “Stop Playing”.

timer iOS Stop Playing

5. ზარის შემოსვლისას ხმაურისა და ვიბრაციის გარდა iPhone-ს შეუძლია ფლეშ ნათებით იციმციმოს

ეს ფუნქცია ძირითადად სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა, თუმცა პრობლემის არ მქონე მომხმარებლებშიც საკმაოდ პოპულარული ხდება. თუ გსურს რომ ზარის ან მესიჯის შემოსვლის დროს ფლეშ ნათებამ დაიწყოს ციმციმი, შედი Settings > General > Accessibility -ში და ჩართე ფუნქცია “LED Flash for Alerts.” ფუნქციის ჩართვას უარყოფითი მხარეებიც აქვს: ღამით ძალიან თვალისმომჭრელია და თვითონ LED ფლეშ ნათურასაც ცვეთს დროთა განმავლობაში.

iPhoneLedFlash