არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ყველა ახალი მაკინტოში მუშაობს Intel-ის პროცესორებზე. ასევე ცნობილია, რომ ამ პროცესორზე გადასვლის შემდეგ MacOS X „გატეხილ“ იქნა და ამჟამად შესაძლებელია მისი გაშვება ჩვეულებრივ PC კომპიუტერზე. მოდით ვნახოთ თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს.

ჩემი აზრით, ბევრს ჰაკინტოშზე (Hackintosh – PC, რომელზეც დაყენებულია Mac OS) გადასვლის საკითხში ხელს უშლიან მითები. შევეცდები ზოგიერთი მათგანის გაქარწყლებას:

1. MacOS X-ის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ თავსებად აპარატურაზე (პროცესორი და ჩიპსეტი მხოლოდ Intel-ი, ვიდეო – NVidia). პერიფერიული მოწყობილობების უდიდესი ნაწილი არ იმუშავებს.

ოდესღაც ეს სიმართლე იყო, მაგრამ დრო გადის, გამოდის ახალი პაჩები და დრაივერები, თავსებადი აპარატურის სია დიდდება. ამჟამად MacOS X-ის დაყენება შესაძლებელია ისეთ კომპიუტერზე, რომელშიც ჩადგმულია პროცესორი SSE2-ის ინსტრუქციების მხარდაჭერით (სასურველია SSE3). შეიძლება AMD და Intel-ის პროცესორების გამოყენება. თვქენ არ დაგჭირდებათ USB მაუსის და კლავიატურის გამოყენება. თანამედროვე ვიდეო ბარათებში შესაძლებელი იქნება აპარატურული აჩქარება (ანუ Quartz Extreme, Quartz 2d, Core Image, GL). ხომ ხედავთ, თქვენს კომპიუტერს არ ესაჭიროება რაღაც განსაკუთრებული პარამეტრები.

2. MacOS X-ის ინსტალაცია რთული და დამღლელი საქმეა.

სინამდვილეში იმაზე რთული არაა, ვიდრე ვინდოუსის ინსტალაცია.

მოდით შევუდგეთ.

დღეს ჩვენ დავაყენებთ MacOS X-ს ვირტუალურად, ანუ არა პირდაპირ კომპიუტერში, არამედ უკვე დაინსტალირებულ ვინდოუსში, რომელშიც აყენია VMWare. იმედია, არ დამჭირდება იმის ახსნა, თუ რა არის ეს. თუ ეს არ იცით, აზრი არა აქვს იმის ახსნას, თუ როგორ უნდა დაყენდეს MacOS X-ი.

1. ჩამოტვირთეთ OS X 10.4.5 ან 10.4.6 ან 10.4.7 ან 10.4.8 ISO-ფაილი.
ამას მოახერხებთ მხოლოდ ტორენტებიდან, იშვიათად რომელიმე საიტზე შეიძლება იდოს. ფაილი დიდია, 4 გიგაბაიტზე დიდი, ასე რომ საკმაო დრო დაგჭირდებათ.
მე შემიძლია გირჩიოთ http://www.torrents.ru

2. ჩამოტვირთვის შემდგომ, არ არის სავალდებულო ამ ფაილის დვდ-დისკზე ჩაწერა. ჯერ ეს ერთი, რომ ბევრს არცა აქვს ჩამწერი ამძრავი (დისკავოდი), მეორეც ვინჩესტერიდან მონაცემები უფრო სწრაფად იკითხება, ვიდრე ლაზერული დისკიდან და ინსტალაცია მეტ ხანს გაგრძელდება. Image-ფაილის მისაერთებლად გამოიყენეთ Alcohol 120% ან DAEMON-tools.

3. შექმენით ახალი ვირტუალური მანქანა.

VMware-ის გაშვების შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე “New Virtual Machine”.
გაიხსნება ოსტატი.
აირჩიეთ Typical, დააწკაპუნეთ ღილაკზე “შემდეგ”.
აირჩიეთ Other, შემდეგ მონიშნეთ FreeBSD, დააწკაპუნეთ ღილაკზე “შემდეგ”.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება! თუ თქვენ გაქვთ Conroe ან Core 2 Duo პროცესორი, ამოირჩიეთ “Windows” და შემდეგ “Windows NT”.
უმჯობესია აირჩიოთ 1 ვირტუალური პროცესორი.
ხისტი დისკის ტიპის არჩევისას გირჩევთ გამოიყენოთ IDE დისკი.
დაარქვით ვირტუალურ მანქანა როგორც გენებოთ (მე დავარქვი “Mac OS X”), დააწკაპუნეთ ღილაკზე “შემდეგ”.
ქსელის ტიპის არჩევისას მე ავირჩიე Bridged Connection, რაც საშულებას მოგცემთ ინსტალაციის შემდგომ აიღოთ ვინდოუსიდან ინტერნეტის კავშირი.
ვირტუალურ ხისტ დისკს რაც შეეხება, აუცილებელი მინიმუმია 6 გბაიტი, თუ უფრო მეტს გამოყოფთ, უკეთესია.
დააწკაპუნეთ ღილაკზე “დასრულება”.

4. გახსენით თქვენი ვირტუალური მანქანის პარამეტრები.

Devices-ებში:

გააკეთეთ ორმაგი წკაპი ოპერატიულ მეხსიერებაზე და დააყენეთ სასურველი რაოდენობა. მინიმუმ დაგჭირდებათ 128 მბაიტი. თუმცა როგორც პრაქტიკამ აჩვენა, 256 მბაიტზე ნაკლების დროს სისტემა ძალზედ ნელა მუშაობს, თუ მეტი გაქვთ ოპერატიული, გირჩევთ 512 მბაიტი გამოყოთ.
გააკეთეთ ორმაგი წკაპი CD-ROM ამძრავზე და ამოირჩიეთ იმ ამძრავის ასო-ნიშანი, რომელზეც მიერთებულია Image-ფაილი.
დახურეთ VMWare-ი.

5. დაარედაქტირეთ VMWare-ის კონფიგურაციის ფაილი.

მოიძიეთ ის ადგილი, სადაც განთავსებულია თქვენი ვირტუალური მანქანის ფაილები.
ნახეთ ვირტუალური მანქანის ფაილი (.vmx გაფართოება) Notepad-ში.
დაამატეთ სტრიქონი ფაილის ბოლოში:

paevm=”true”

6. Mac OS X-ის ინსტალაცია

გაუშვით Mac OS X-ის ვირტუალური მანქანა.
როდესაც Mac OS X-ი ჩატვირთვის ეკრანი გამოჩნდება, დააჭირეთ ღოლაკზე F8.
აკრიფეთ -v და დააჭირეთ enter ღილაკზე.
დაიწყება Mac OS X-ის ინსტალაცია.

7. ინსტალაციის ბიჯების მიდევნების შემდეგ, მიხვალთ მომენატმდე, როდესაც საჭიროა ხისტი დისკის არჩევა, მაგრამ ამ დროს სიაში არაფერია წარმოდგენილი.
Mac OS X-ის მთავარ მენიუში (რომელიც ეკრანის ზედა ზოლზეა განთავსებული), გახენით Utilities და შემდეგ Disk Utility.
მარცხენა ფანჯარაში მონიშნეთ VMware დისკწამყვანი, ხოლო მარჯვენა განჯარაში დააჭირეთ “partition”-ზე.
Volume Scheme-ა დააყენეთ 1 partition და მიანიჭეთ სახელი. დისკის ფორმატი უნდა იყოს “Mac OS Extended (Journaled)”.
დააწკაპუნეთ “partition”, შემდეგ კვლავ “partition”.
პროგრესის ზოლის ბოლომდე გასვლის შემდეგ (ფანჯრის ქვედა მარჯვენა ნაწილში), შეგიძლიათ დახუროთ Disk Utility.
თქვენი დისკწამყვანი ამჯერად გამოჩნდება ფანჯარაში.
განაგრძეთ ინსტალაცია.

8. გამოიყენეთ Custom Installation (მორგებული ინსტალაცია).

ფანჯარაში ქვედა კიდეზე ჩანს ღილაკი Custom. დააჭირეთ მასზე.
მე გირჩევთ გათიშოთ ყველა პრინტერის ინსტალაცია და აგრეთვე ენების ინსტალაცია (ინგლისურის გარდა).
თუ გაქვთ Intel პროცესორი, დააინსტალირეთ მხოლოდ მისთვის განკუთვნილი პაჩები, წინააღმდეგ შემთხვევაში დააყენეთ AMD-თვის განკუთვნილები. დანარჩენი ყველაფერი მონიშნეთ.

ეხლა დააცალეთ, სანამ დასრულდება ინსტალაცია და მანქანა გადავა ხელახალი ჩატვიღვის რეჟიმში.

ეხლა პრობლემები:
ინსტალაციის დასრულების შემდეგ, ხელახალი ჩატვირთვისას გამოვა შეცდომა:

b0 error

ხელახლა გაუშვით ინსტალაცია და აკრიფეთ -v -s
როდესაც გამოვა პრომტი, აკრიფეთ fdisk -e /dev/rdisk0
შემდეგ აკრიფეთ print
გამოვა სია პარტიშენებისა. ერთ-ერთ მათგანში, სხვებისაგნ განსხვავებით იქნება ჩაწერილი ციფრები (დანარჩენებში – ტირეები).
აკრიფეთ flag და იმ სტრიქონის ნომერი, რომელშიც წერია ზემოთაღნიშნული ციფრები (როგორც წესი, უნდა აკრიფოთ flag 1)
აკრიფეთ quit და გადატვირთეთ კომპიუტერი.

სულ ესაა!

ვინაიდან ჩვენ დღეს Mac OS X-ი დავაყენეთ ვირტუალურად, დრაივერების პრობლემა არ გექნებათ.
შემდეგ გაკვეთილში ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ უნდა დავაყენოთ Mac OS X-ი რეალურად, ვირტუალიზაციის გარეშე.
მადლობთ ყურადღებისათვის!

წყარო: http://blog.gogelia.ge/