#1 უფასო PDF შემქნელი მსოფლიოში  :).

ეს პროგრამა დაგჭირდებათ მაშინ, როცა გსურთ რაიმე დოკუმენტის (ტექსტის, ცხრილის ან პრეზენტაციის) გადაყვანა ყველასათვის კარგად ნაცნობ და გავრცელებულ .PDF ფორმატში. 

 

ერთ-ერთი მარტივი და რაც მთავარია, უფასო პროგრამაა PDF ფაილებად კონვერტირებისათვის.

 

ფორმატირებისთვის მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო:

პირველ რიგში, ვიწერთ პროგრამას ამ საიტიდან

ვაინსტალირებთ. ამის შემდეგ დესკტოპზე გამოჩნდება იკონი

კონვერტირებისთვის ნებისმიერი დოკუმენტი(ჩემ შემთხვევაში PCMania.docx) უნდა მივიტანოთ ამ იკონთან

ამის შემდეგ მზად გვექნება დოკუმენტი(ჩემთან PCMania.pdf):

კონვერტირების შემდეგ პროგრამა გაგვიხსნის ჩვენს დოკუმენტს. ჩემი ამგვარად გამოიყურება:

ამასთანავე, პროგრამას აქვს, (როგორც თავად ამბობს),  პრინტერით მაღალი ხარისხის ამობეჭდვის ფუნქცია. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მიუთითოთ სხვადასხვა პარამეტრი  PDF ფაილის შექმნისათვის (ეს უნდა მოხდეს კონვერტირებამდე).