საკუთარი გამოცდილებიდან კარგად მახსოვს რომ ხშირია შემთხვევა როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა საშინლად ზიანდება, ზოგჯერ ისეც კი რომ სრულიად შეუძლებელია მისი ჩართვა.
ხოლო ქართველი მომხმარებლების ერთერთი საყვარელი ჩვევა კი ყველაფერის Desktop-ზე დაყრაა.. ამ დროს კი იწყება მთელი რიგირ პრობლემები და ნერვიულობები, “ვაიმე ყველაფერი წაიშლება?” , “Desktop-ზე მნიშვნელოვანი ფაილები მქონდაა.. “ და ა.შ.
გამოსავალი
რათქმაუნდა ამ დროს გამოცდილი სპეციალისტი უმალვე აიღებს რაიმე Boot პროგრამას ან სულაც Live CD-ს და უპრობლემოდ გადაწერს Desktop-იდან და My Documents-იდან ყველაფერს.
მაგრამ აქ საქმის სხვა მხარე ჩნდება..
1. ეს გადაწერ-გადმოწერა მოითხოვს დიდ დროს
2. ერთხელ გადაწერთ მაგრამ მას შემდეგ რაც ახალ სისტემას ჩააბარებთ მომხმარებელს, ის კვლავინდებურად დესკტოპზე და სხვა საშიშ ადგილებში გააგრძელებს მნიშვნელოვანი ინფომრაციის შენახვას..
აი სწორედ აქ ჩნდება ძალიან პრაქტიკული გამოსავალი..
რა მოხდება რომ My Documents-ი, Desktop-ი და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ფოლდერი გადამისამართებული იყოს სხვა, მაგალითად D: დისკზე?
ამ დროს რასაც დესკტოპზე დააგდებთ სინამდვილეში ის D:/ დისკზე შეინახება და რაც არ უნდა კატასტროფა მოხდეს С:-ზე, სანერვიულო აღარაფერია.. პირდაპირ მიაფორმატებთ და ინფორმაცია არ დაიკარგება..
მეთოდი და აღწერა:
საერთოდ My Documents-ი, Desktop-ი, My Pictures-ი და ყველა მსგავსი დოკუმენტის ოფიციალური მისამართები ინახება თვითონ ვინდოუსის რეესტრში, ამიტომ პირველ რიგში ვაკითხავთ რეესტრს..
ვიძახებთ Run-ს (CTRL + R) და ვწერთ regedit
გამოსულ ფანჯარაში მარჯვენა ხის სტრუქტურულ ფოლდერებში შევდივართ შემდეგ მისამართზე:
HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Explorer\ShellFolders
სურათზე როგორც ხედავთ მე გადამისამართებული მაქვს რამდენიმე ფოლდერი D-ზე.. ასევე თქვენც შეგიძლიათ ორჯერ დაჭერით გახსნათ თქვენთვის სასურველი სტრინგი და მიუთითოთ ის მისამართი რომელზედაც გინდათ ინახებოდეს მოცემული ფოლდერი..
მაგალითად მონახეთ სტრინგი Desktop , ორმაგი კლიკით გახსენით ის და გამოსულ ფანჯარაში ჩაუწერეთ მისამართი რომელზეც გინდათ გადამისამართდეს დესკტოპი:
ჩემს შემთხვევაში ამიერიდან რასაც ჩავწერ დესკტოპზე სინამდვილეში ის შეინახება მისამართზე: D:/System/Desktop
გაფრთხილება! სანამ გადამისამართებას გააკეთებდეთ მანამდე კარგად გადაამოწმეთ დესკტოპზე (ან რომელ ფოლდერსაც ამისამართებთ) არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაქვთ თუ არა შენახული სხვაგან იმიტომ რომ თუკი გადამისამართებას მოახდენთ, მანამდე ჩაწერილი ფაილები აღარ გამოჩნდება დესკტოპზე და შემდგომ მისი პოვნა გაგიჭირდებათ!და დამატებით კიდევ ერთი კარგი ხერხი..
იმისათვის რომ ყოველი სისტემის გადაყენებისას არ მოგიწიოთ ამ მოსაწყენი საქმის მუდმივად გამეორება, გააკეთეთ შემდეგი:
მიიტანეთ მაუსი ფოლდერზე “ShellFolders” და მარჯვენა ღილაკით მენიუში მიეცით Export, შეინახეთ სასურველ ადგილას.
ამის შემდეგ როდესაც სისტემას გადააყენებთ უბრალოდ გაუშვით თქვენს მიერ შენახული რეესტრის ფაილი და ორჯერ თანხმობის შემდეგ სტანდარტულ ShellFolders თავზე გადაეწერება თქვენს მიერ წეღან შექმნილი ახალი კონფიგურაციის ShellFolders –ი.
*თქვენ შეგიძლიათ იგივენაირი ექსპორტი გაუკეთოთ მხოლოდ სტრინგს, მაგალითად მარტო დესკტოპის გადამისამართებას..
მეთოდი მუშაობს როგორც XP-ზე ასევე Vista / 7 -ზეც..
მოკლედ ეს მეთოდი ძალიან გიადვილებთ საქმეს..
მას შემდეგ რაც ფოლდერები გადამისამართებული იქნება, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი ფაილები იქ დაგროვდება. უეცრად თუკი ფუჭდება სისტემა, თქვენ უპრობლემოდ პირდაპირ შლით სისტემას და აყენებთ ახალს..
მერე შედიხართ და უშვებთ იმ რეესტრის ფაილს (წეღან რაც შევინახეთ), ორჯერ ეთანხმებით და ერთ რესტარტს აკეთებთ.
ჩაიტვირთება სისტემა და WOW, ყველაფერი რაც დესკტოპზე (და My Documents-ში და ა.შ.) იყო ისევ აქაა 🙂
დავზოგეთ დრო… დავზოგეთ შრომა 🙂