ინტერნეტ ბანკი არის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული თანამედროვე საბანკო პროდუქტი, რომლის საშუალებითაც ინტერნეტ ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეგიძლიათ:

  • შეამოწმოთ და აკონტროლოთ საკუთარი ანგარიშები, სესხები და დეპოზიტები;
    გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები;
  • შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი*;
  • განახორციელოთ თქვენ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები და კონვერტაციები;
  • განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები;
  • განახორციელოთ გადარიცხვები საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ ნებისმიერ ბანკში **;
  • გაეცნოთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ და თიბისი ბანკის კომერციულ ვალუტის კურსებს;
  • მიიღოთ და გააგზავნოთ ბანკისგან შეტყობინებები;
  • გააკეთოთ ამონაწერები თქვენი ანგარიშებიდან და დაათვალიეროთ გადასახადების გადახდის, თანხების ჩარიცხვებისა და გადარიცხვის საბუთები;

ჩემს ერთ-ერთ კლიენტთან აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ ბანკინგის სისტემა და დროთა განმავლობაში რათქმაუნდა თავს იჩენს პატარ-პატარა პრობლემები.

დღეს უკვე არაერთხელ შეიქმნა ჩვეული პრობლემა საიტთან. კომპიუტერზე რომელზედაც გამოიყენება ინტერნეტ ბანკინგი ეყენა ძველი ვერსია FireFox-ი რომელის განახლებაც ჩემს შეხებამდე არ მომხდარა. აი სწორედ აქ დავუშვი შეცდომა როდესაც მისი განახლება გადმოვწერე. საქმე იმაშია რომ ცეცხლაკუდას ბოლო ვერსიები უკვე 3.6.x -ია. ხოლო თავად TBC-ის ცხელ ხაზზე მითხრეს რომ ინტერნეტ-ბანკინგისთვის მოითხოვება 3.5.x. და ამ ვერსიის საჭიროების მიზეზი სამწუხაროდ გაურკვეველი დარჩა.

პრაქტიკულად თუკი იყენებთ 3.6.x იწყება საიტის სერთიფიცირებასთან დაკავშირებით პრობლემები. მაგრამ როგორც მათი Verisign-ის სერთიფიკატი გადავამოწმე ყველაფერი წესრიგშია და წესით არანაირი პრობლემები არ უნდა იქმნებოდეს ბანკთან კავშირისას..

მოკლედ ასეა თუ ისეა, რადგან თავად სერვისის მომწოდებლები 3.5.x-ითხოვენ მოდით ჩვენც ეს გამოვიყენოთ. რადგან ინტერნეტი უკვე 3.6 ვერსიით გადაიტენა.. TBC-ის კლიენტებს 3.5 ვერსიას ჩვენ ვებსაიტზე დაგიტოვებთ.

ერთ დღესაც ალბათ თქვენც დაგჭირდებათ წარსული ვერსიების გახსენება.. ამიტომ გეცოდინებათ სად მიაგნოთ უცბად.

ერთი კომენტარი

კომენტარები დახურულია