კომპანია Microsoft-ი დიდი ხანია აცხადებს, რომ ახალი ოპერაციული სისტემა Windows 7-ი მათი ახალი ქმნილების Vista-ს გამოსვლიდან 3 წელიწადში, ანუ 2010 წელს გამოჩნდება გაყიდვაში, თუმცაღა როგორც ცნობილი გახდა Windows 7-ი შესაძლოა უკვე 2009 წელს გამოვიდეს.
იმის გამო, რომ Windows XP-ი Microsoft-მა გაყიდვაში 4 წლით ჩაუშვა, სავარაუდოა, რომ ამ ვადის გასვლისთანავე ბაზარზე გამოჩნდება Windows 7-ი, რაც სავარაუდოდ 2009 წლის შუაში მოხდება. მეცნიერების აზრით ეს ნაბიჯი იმას მიუთითებს, რომ Windows Vista-მ გაყიდვების მხრივ ვერ გაამართლა მსხვილ კომპანიებში და ამ დანაკარგების შევსებას ახლა ისინი ახალი ოპერაციული სისტემით ცდილობენ.
კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ივნისის თვეში მაიამიში გამართულ პრეს-კომფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი მართლაც აპირებენ 2009 წელს გაყიდვაში ახალი ოპერაციული სისტემის ჩაშვებას. თუმცაღა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით იგეგმება მხოლოდ ბეტა ვერსიის გამოშვება, ხოლო 2010 წელს კი უკვე სრული ვერსიის გაყიდვაში გაშვება. კომპანიას აგრეთვე გადაწყვეტილი აქვს, რომ Windows Seven-ის შემდეგ ხშირ-ხშირად გამოუშვას ოპერაციული სისტემები, რისთვისაც ყოველ წელს 6 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ბილ გეიტსმა ისიც განაცხადა, რომ ახალი ოპერაციული სისტემა იმუშავებს ხმის და შეხების სენსორებზე. იგი ჩაყენებული იქნება ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძვნებულ კომპიუტერში.