Windows XP - Logo

ვინახავთ დრაივერებს

დავიწყეთ! პირველ რიგში დაასკანერეთ თქვენი დისკების ბაზა მთელს სახლში თუ ოფისში და დაძებნეთ დრაივერების ყველა დისკი (დედადაფის, ვიდეო დაფის, ხმის დაფის და სხვ. მოწყობილობების) თუ ეს დისკები არ გაგაჩნია არც ეგ არის პრობლემა, ამ შემთხვევაში არსებობს დამხმარე პროგრამა,

 

Driver Magician  – დრაივერების შენახვა

თუ დისკები გაქვთ ეს თავი გამოტოვეთ.

DriveMagican-ი გეხმარებათ კომპიუტერში არსებული დრაივერების შეგროვებაში და ერთ საქაღალდეში ჩაყრაში.

მისი მართვა ადვილია, პირველ რიგში უნდა შექმნათ საქაღალდე სადაც შეგროვდება დრაივერები მაგ. საქაღალდე DRIVERS (გაითვალისწინეთ, საქაღალდე არ უნდა იყოს შექმნილი იმ დისკზე რომელზეც ჩვენ ვაპირებთ Windows-ის გადაყენებას, ჩემს შემთხვევაში (C:) დისკზე. რადგან Windows-ის გადაყენებისას ეს (C:) დისკი ჩვენ უნდა დავაფორმატოთ (წავშალოთ ყველაფერი მასზე).

პროგრამის ინსტალაციის და გახსნის შემდეგ გვხვდება 6 დიდი ღილაკი: Backup (დრაივერების შეგროვება) , Restore (დრაივერების აღდგენა უკან დაყენება), Update (დრივერების განახლება) , Options (თვისებები), live Update (პროგრამის ავტომატური ცოცხალი განახლება) , Help (დახმარება ENG)

მოკლედ პირველ რიგში შევიდეთ თვისებებში, აქ გამოვა ფანჯარა ”დრაივერების შენახვის მეთოდები”

  •  პირველ შემთხვევაში დრაივერები შეგროვდება ერთ საქაღალდეში (ყველაზე სანდო მეთოდი)
  •  მეორე შემთხვევაში დრაივერები შეგროვდება კომპრესირებულ საქაღალდეში (შეიძლება არ გამოვიდეს, არაა სანდო)
  •  მესამე შემთხვევაში შეიქმნება დრაივერების თვით-გაშლადი პაკეტი (შეიძლება არ გამოვიდეს, არაა სანდო)
  •  და მეოთხე შემთხვევაში შეიქმნება შენი დრაივერების საინსტალაციო პაკეტი (შეიძლება არ გამოვიდეს, არაა სანდო)

ავირჩიოთ მეთოდი და გავაგრძელეთ…… (მე პირველ მეთოდს ვირჩევ)

მეორე ფანჯარა ჯერ არ გვჭირდება…..

ახლა დავაჭიროთ Backup ღილაკის გვერძე მდებარე ისარს და ავირჩიოთ:

1. მოიძებნოს ყველა დრაივერი Microsoft-ის დრაივერების ჩათვლით

2. მოიძებნოს ყველა ის დრაივერი რომელიც Windows XP-ს არ მოყვება, ანუ რომელიც არ არის Microsoft-ის დრაივერი.

ჩვენ გვჭირდება მეორე რადგან Microsoft-ის დრაივერები ისედაც მოყვება Windows XP-ს.

ამის შემდეგ წითლად გამოჩნდება ყველა ის დრაივერი რომელიც დაყენებულია ცალკე და არ მოყვება Windows XP-ს ანუ დრაივერები რომლებიც გადაყენების შემდეგ დაგვჭირდება.

ახლა მოვნიშნოთ ყველა საჭირო ანუ წითლად გამოჩენილი დრაივერი და დავაჭიროთ ქვემოთ მდებარე ღილაკს Start Backup. პროგრამა მოგვთხოვს საქაღალდის მითითებას სადაც შეგროვდება დრაივერები. მიუთითეთ თქვენს მიერ შექმნილი საქაღალდე და დაეთანხმეთ. დაიწყება დრაივერების რეზერვირება. 

Windows XP ინსტალაციამდე

ინსტალაციის წინ გაამზადეთ საჭირო პროგრამები, შეინახეთ საჭირო ფონტები (ფონტების საქაღალდის გამოძახება შეგიძლიათ Control Panel-იდან Fonts-ის ღილაკზე მიჭერით). C: დისკიდან დააკოპირეთ საჭირო ინფორმაცია სხვა დისკებზე, ან მოწყობილობებზე, ასევე შეინახეთ My Document-ში და Desktop-ზე არსებული საჭირო ფაილები. თუ Outlook Express-ს ხმარობთ შეინახეთ საფოსტო ყუთი და ექაუნთები.

ინსტალაციის მომზადება

ყველაფერი შენახულია? დავიწყოთ ინსტალაცისთვის მომზადება.

პირველ რიგში უნდა შევიხედოთ BIOS-ში. BIOS-ში შესასვლელად კომპიუტერის ჩართვისთანავე დააჭირეთ ღილაკს [Delete] ან [F10] (BIOS-ს გააჩნია). წესით კომპიუტერმა ჩართვისას ”შავ ეკრანზე” უნდა დაგიწეროთ როგორ შეხვიდეთ BIOS-ში. მოვძებნოთ პარამეტრი first boot device: და პირველ ჩამტვირთავ მოწყობილობად მიუთითოთ CD/DVD მოწყობილობა. მთავარია CD/DVD მოწყობილობა Hard Disk Drive (HDD)-ზე პირველი უნდა იყოს რადგან კომპიუტერმა ჯერ CD/DVD-ს მიაკითხოს ჩასატვირთად.

ჩავდოთ Windows XP-ს საინსტალაციო დისკი (შეამოწმეთ დისკი, ზემოდან მასზე რამე კოდი ხომ არ წერია, თუ წერია ეს ალბათ CD Key-ა, ამოიწერეთ ეგ კოდი ფურცელზე და დისკი ჩადეთ დრაივში).

თუ კოდი გაქვთ მაშინ გააგრძელეთ, ჩატვირთვისას გამოჩნდება შავი ეკრანი და დაეწერება რომ თუ გსურთ დისკიდან ჩატვირთვა დააჭიროთ ნებისმერ ღილაკს.. დააჭირეთ და დაელოდეთ.

თუ ყველაფერი წესრიგშია ეკრანი გაშავდება, ამ დროს ინსტალერი დისკიდან საჭირო ფაილებს შეაგროვებს.

შემდეგ ეკრანი გალურჯდება.

შემოთავაზებული იქნება დააჭირო ღილაკებს [F2]-ს თუ გაქვს განსხვავებული ACPI მოდელის კომპიუტერი ან [F6] თუ გაქვთ რაიმე Windows-ის ინსტალერისთვის უცნობი RAID მასივიანი , SCSI, ან SATA მოწყობილობა.

ჩვენ ხშირად არცერთი არ გვჭირდება, ესენი განკუთვნილია მრავალპროცესორიანი, სერვერის და სხვ. ტიპის კომპიუტერთათვის. ასე რომ ნურაფერს დააჭერთ ხელს, უბრალოდ დაელოდეთ.

დაიწყება გრაფიკულ ინტერფეისში სამუშაოდ, მეხსიერებაში საჭირო ფაილების გადაწერა. დასრულების შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა სადაც მოცემული იქნება სამი პუნქტი:

  • დააჭირეთ [Enter]-ს თუ გსურთ ინსტალაციის დაწყება
  • დააჭირეთ ღილაკ [R]-ს თუ გსურთ ავარიული აღდგენის მენიუში შესვლა
  • დაჭირეთ [F3]-ს თუ ქსურს ინსტალაციის გაუქმება (გამოსვლა)

დააჭირეთ [Enter]-ს, გამოვა ფანჯარა სადაც მოცემული იქნება ცნობა იმის შესახებ რომ კომპიუტერში აღმოჩენილია დაინსტალირებული Windows XP ამა და ამ მისამართზე (ეს ის Windows-ია სულ ცოტახნისწინ რომ ვმუშაობდით მასში)

  • თუ გსურთ აღადგინოთ Windows-ი დააჭირეთ ღილაკს [R],
  • ხოლო თუ გსურთ ახალი ვერსიის დაინსტალირება აღდგენის გარეშე, მაშინ დააჭირეთ ღილაკს [ESC]

ვაგრძელებთ ინსტალაციას, აქ გამოვა დისკის ასარჩევი ფანჯარა.

აქ ვირჩევთ დისკს (ჩემს შემთხვევაში C: დისკს) თუ თქვენ გსურთ Windows-ი დაინსტალირდეს (სასურველია) C: დისკზე აირჩიეთ C: დისკი.

აქ ინსტალერი შეგვატყობინებს რომ ამ დისკზე უკვე არის Windows-ი და ახლიდან დაინსტალირება ძველ Windows-ს წაშლის.

მოცემული იქნება ორი პუნქტი:

  • დააჭირეთ ღილაკს [C] თუ გსურთ ინსტალაციისათვის ამ დისკის გამოყენება.
  • დააჭირეთ ღილაკს [Esc] თუ არ გსურთ ამ დისკის გამოყენება.

ვაჭერთ [C]-ს და გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ რა ფაილურ სისტემაში გვსურთ დისკის დაფორმატება:

თუ მოცემული დისკის ანუ ჩვენს შემთხვევაში [C:] დისკის ზომა არ აღემატება 20 გეგაბაიტს მოცემული გვექნება FAT32 და NTFS ფაილური სისტემა, ხოლო თუ აღემატება 20 გეგაბაიტს მაშინ მხოლოდ NTFS. გვექნება არჩევანი:

  • NTFS (სწრაფი დაფორმატება)
  • NTFS (სტანდარტული დაფორმატება, საჭიროა დიდი დრო)
  • FAT32 (სწრაფი დაფორმატება)
  • FAT32 (სტანდარტული დაფორმატება, საჭიროა დიდი დრო)
  • დარჩეს დისკის ფორმატი უცვლელი, არაა ფორმატირება საჭირო.

მოკლედ აქ ცოტა ვჩერდებით, ახლა არჩევანი თქვენზეა. ზოგადად გირჩევდით:

1. თუ თვლით რომ თქვენი კომპიუტერი (უფრო მეტად მყარი დისკი) ძალიან მოძველებულია აირჩიეთ FAT32 სტანდარტული დაფორმატება.

2. თუ თქვენი კომპიუტერი უფრო თანამედროვეა აირჩიეთ NTFS სტანდარტული დაფორმატება.

არჩევის შემდეგ გამოვა ორი პუნქტი:

  • თუ გსურთ დისკის დაფორმატება დააჭირეთ ღილაკს [F]
  • თუ სხვა ფორმატის ამორჩევა გსურთ დააჭირეთ ღილაკს [ESC]

ვაჭერთ [F]-ს და იწყება დისკის ფორმატირების პროცესი და ამის შემდეგ იწყება: ნამდვილი თავდავიწყება!

ფორმატირების დასრულებისა და საჭირო ფაილების მომარაგების შემდეგ Windows-ი ავტომატურად გადაიტვირთება.

ვიწყებთ ინსტალაციას

დაელოდეთ Windows-ის ჩატვირთვას და მანამდე ნურაფერს დააჭერთ, ასევე ნუ ამოიღეთ საინსტალაციო დისკს დრაივიდან. გამოჩნდება Windows-ის ჩატვირთვის ეკრანი და გაგრძელდება ინსტალაცია.

ინსტალაციის გაგრძელებისას მარცხენა მხარეს დაინახავთ ინსტალაციის პროგრესის ჩარჩოს (ანუ იქ მოცემული იქნება რა პროცესი მიმდინარეობს), ასევე პროცესის შესრულების პროგრესს (მწვანე ხაზი რამოლიც ნელნელა ივსება) და ინსტალაციის დროს. ეს დრო გამოითვლება იმისდა მიხედვით თუ რა სისწრაფით მიმდინარეობს ფაილების ტრანსფერი და ყოველთვის ზუსტი არ არის. ინსტალაციის დრო დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად სწრაფად მუშაობს მყარი დისკი, პროცესორი და რამდენად დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება გააჩნია. რაც უფრო სწრაფია თქვენი კომპიუტერი მით უფრო მალე მორჩება ინსტალაცია.

პირველად გამოვა რეგიონალური პარამეტრების ფანჯარა. აქ ზედა პუნქტში ამოირჩიეთ English (Unites States) ხოლო ქვედაში Georgia. ამის შემდეგ გადადით ჩანართში Languages, მოძებნეთ აღნიშვნის ჩარჩოიანი პუნქტი წარწერით: ”install files for complex script and right-to-left languages (including thai). იპოვეთ? მონიშნეთ.

ამის შემდეგ გამოვა შეტყობინება, რომ დაინსტალირდება ახალი ენების პაკეტი (რისი წყალობითაც თქვენი კომპიუტერი თავისუფლად იმუშავებს უნიკოდთან). დაეთანხმეთ და დააჭირეთ ძირს ღილაკს [Apply]. თუ შემთხვევით დაგეჭირათ [OK]-ს და ფანჯარა გაქრა, მისი გამოძახება თავიდან შეგიძლიათ Windows-ის გადაყენების შემდეგ, Control Panel-ში Regional and Language Options-ის ღილაკზე დაჭერით.

ამის შემდეგ დისკიდან გადმოიწერება საჭირო ფაილები.

ახლა შევიხედოთ ჩანართში Advanced. მონიშნეთ ყველა პუნქტი რომელიც შეიცავს სიტყვა Cyrillic-ს და ჩამოსაშლელ მენიუში ამოირჩიეთ Russian. ეს თავიდან აგვარიდებს რუსული ტექსტების მაგივრად კითხვის ნიშნების გამოჩენას. ახლა გადმოდით ისევ ჩანართში Languages და დააჭირეთ ღილაკს [Details…] აქ ვაჭერთ ღილაკს [Add] გამოსულ ფანჯარაში შექხვდებათ ჩამოსაშლელი  მოუდლი სადაც უნდა აირჩიოთ Georgian ხოლო Keyboard layout-ში აირჩიეთ კლავიატურის გეგმა Georgian. ისე აქ უფრო თქვენზეა დამოკიდებული რას აირჩევთ, ქართული ასოები ინგლისურ ასოებს მისდევდეს თუ რუსულს.

ამის შემდეგ [OK] მერე კიდე [OK] და გავაგრძელეთ…

ღილაკი [Next] და წინ…

ახალ გამოსულ ფანჯარაში მოგიწევთ ანკეტის შევსება, შეიყვანთ თქვენს სახელს და ორგანიზაციის სახელს მაგალითად სახელი: Devi ორგანიზაცია: PCMania.

ღილაკი [Next] და ისევ წინ…

გამოსულ ფანაჯარაში მოითხოვება თქვენი Windows-ის CD-key ანუ სერიული ნომერი (შეიძლება ეს ნომერი Windows-ის საინსტალაციო დისკზე ზევიდან ეწერა, ან თუ ორიგინალი შენაძენია შეიძლება ყუთზე იყოს მიკრული).

შემდეგ გამოვა ისევ ახალი ფანჯარა და ახალი ანკეტა.

მოკლედ პირველ ველში მოითხოვება კომპიუტერის სახელი რომლითაც ის ქსელში გამოჩნდება. დაარქვით თქვენს კომპიუტერს სახელი მაგრამ გაითვალისწინეთ აქ რა სახელსაც დაარქმევთ კომპიუტერს იგივე სახელს თქვენს ექაუნთს ვეღარ დაარქმევთ, ანუ თუ მე მაგალითად კომპიუტერს დავარქვი სახელი Devi ამის შემდეგ მე ჩემს პირად ექაუნთს ვეღარ დავარქმევ Devi-ს.

ქვედა ორ ველში მოითხოვება მთავარი ადმინისტრატორის პაროლი, ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი და ქვევით გაიმეორეთ იგივე, პაროლის დადების შემთხვევაში თქვენ დაცული იქნებით ქსელიდან ვინმეს შემოსვლისაგან ანუ ადამიანს რომელიც მოისურვებს ქსელიდან შემოძრომას და ჰაკერული ტრიუკების ჩატარებას საქმეს გაუძნელებთ.

(მომავალში მთავარი ადმინისტრატორის ექაუნთში შესვლა შეგიძლიათ შემდეგნაირად: კომპიუტერის ჩართვის შემდეგ Wellcome ეკრანზე სადაც ირჩევთ რომელი ექაუნთი ჩაიტვირთოს დააჭირეთ კომბინაციას [Ctrl]+[Alt]+[Delete] გამოვა ახალი ფანჯარა სადაც პირველ ველში უნდა ჩაწეროთ Administrator ხოლო ქვემო ველში პაროლი რომელიც ძირეულ ადმინისტრატორის ექაუნთს დაადეთ, შემდეგ Enter და ყველაფერი მზადაა.)

ვაგრძელებთ ინსტალაციას და შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ ჩვენი დროის სარტყელს. ამოირჩიეთ იმის მიხედვით სადაც ეწერება Baku, Tbilisi, Yerevan თორემ ვერ გაიგებ კაცი მესამე თუ მეოთხე სარტყელში ვართ ძია გრინვიჩის მერიდიანიდან. გამორთეთ ქვედა ნაწილში არსებული აღნიშვნა რადგან საქართველო ამჟამად არ გადადის ზაფხულის და ზამთრის დროზე.

დააჭირეთ ღილაკს [Next] და ინსტალერი დაიწყებს ქსელის დაფის დრაივერების ძებნას თუ რა თქმაუნდა დაფა აყენია კომპში. დაფის აღმოჩენის შემთხვევაში მივიღებთ ახალ ფანჯარას სადაც უნდა განვსაზღვროთ ქსელის პარამეტრები, უბრალოდ იყოს მონიშნული Typical settings და გავაგრძელეთ.

შემდეგი ფანჯარა ეკუთვნის სამუშაო ჯგუფის არჩევას. თუ ჯგუფი გაგაჩნიათ ჩაწერეთ მისი სახელი თუ არადა დატოვეთ როგორც არის და წინ…

დაიწყება ინსტალაცია, გაგრძელდება უსასრულოდ (მეორედ გადატვირთვამდე) და აღსრულდება საუკუნო რიტუალი ინსტალაციისა ვინდოუსისა შენისა და მშვიდობა დაისადგურებს სისტემასა შენსა შინა. არ იარსებებს არცერთი ბოროტი სპაივეარი, ვორმი თუ ტროიანი და სისტემაი იქმნს ისევე წმინდა როგორიც არს თვით ნაკადული მთიდან მომდინარე. და იარსებებს სამოთხეი C: დისკსა შინა მანამდე სანამ თვით იუზერი არ მიუჯდება კომპიუტერს და არ დაიწყებს სამოთხის ორ-სამ კვირაში ჯოჯოხეთად ქცევას… მანამდე სანამ არ დაატყდება ვირუსების რისხვა სისტემას და არ იქნება საჭირო ინსტალაციის რიტუალის თავიდან შესრულება ანუ გადაინსტალირება.

P.S. ინსტალაციისას შეიძლება ეკრანი ორჯერ-სამჯერ ჩაქრეს და აინთოს, საშიში არაფერია უბრალოდ ინსტალერი ვიდეოდაფის დეტექტირებას შეეცდება…

გადატვირთვის შემდეგ…

მოკლედ კომპიუტერი ალბათ უკვე გადაიტვირთა. დაელოდეთ, არაფერს დააჭიროთ სანამ Windows-ი არ ჩაიტვირთება.

ჩატვირთვის შემდეგ გამოვა შეტყბინება რომ ვიდეოდაფის რეჟიმი შეცვლილია და რეზოლუცია დაყვანილია მინიმალურზე, [OK] და ვაგრძელებთ. ახლა ისევ შეტყობინება, ვინდოუსი გვატყობინებს რომ თუ ვიდეოდაფას არ შეუძლია ამ რეზოლუციის აღქმა გადავა უფრო დაბალ რეზოლუციაზე, პარალელურად მიმდინარეობს 30 წამიანი ათვლა. თუ თქვენ გამოსახულებას ვერ ხედავთ და ეკრანი გაშავდა მაშინ დაელოდეთ 30 წამი და ეკრანი უფრო დაბალ რეზოლუციაზე გადავა, თუ ყველაფერს ხედავთ მაშინ დაეთანხმეთ და წინ.

ამის შემდეგ მივიღებთ Windows XP-ს ”სპეცეფექტებიან” ანიმაციას შემდეგ კი კონფიგურირების ფანჯარას. პარალელურად თუ თქვენი ხმის დაფა ინსტალერის მიერ ამოცნობილი იქნა სასიამოვნო მუსიკასაც მოისმენთ თუ არაფერიც არ ისმის ესეიგი მოგვიწევთ ხმის დრაივერის ხელით დაყენება.

კონფიგურირების ფანჯარაში მოგესალმებათ მოუსვენარი და მხიარული კითხვის ნიშანი. თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ შეგიძლიათ მიაჭიროთ ამ ჯიგარს და ისიც გაგანდოიბთ თავის ცოდნას.

[Next] და გამოდის ჩვენი ვინდოუსის უშიშროების სამსახური ეგრედწოდებული WSC – Windows Security Center. ამოირჩიეთ Help Protect My PC ამის შემდეგ ამოქმედდება დაცვა, აიგება ცეცხლის კედელი, ეგრედწოდებული Firewall-ი.

ღილაკი [Next] და ისევ წინ…

ახალ ფანჯარაში მოცემულია ონლაინ რეგისტრაცია, ვაწვებით Skip შემდეგ ფანჯარაში ვირჩევთ No, Not at this time .

შემდეგი გვერდი, შემდეგი ანკეტა…

აქ ვარეგისტრირებთ ე.წ. იუზერ ექაუნთებს. პირველ ველში დაარქვით თქვენს ექაუნთს სახელი (აი აქ არ შეგეძლოთ იმ სახელის ჩაწერა რასაც კომპიუტერს დაარქმევდით).

ქვედა ველებში შეგიძლიათ ჩაწეროთ სხვა იუზერ ექაუნთების სახელი და ამით შექმნათ ახალი ექაუნთები. მაგრამ ახალი ექაუნთის შექმნას ერთი მინუსი აქვს, კომპიუტერის ჩართვისას Windows-ი თავისით აღარ ჩაიტვირთება. უბრალოდ გამოვა Welcome ეკრანი და იუზერ ექაუნთების ჩამონათვალი, აქ თქვენთვითონ მოგიწევთ აირჩიოთ რომელი ექაუნთით ჩაიტვირთოთ.

ახლა [Next]-ი მერე მადლობები მაიკროსოფტისგან და ისევ [Next]-ი.

შეგიძლიათ ამოისუმთქოთ… ინსტალაცია დასრულებულია!!!

 

დრაივერების ინსტალაცია

ახლა მივხედოთ ისევ დრაივერებს… დააინსტალირეთ ისევ პროგრამა DriveMagican-ი. გახსენით პროგრამა და საქმეს შევუდგეთ…

დააჭირეთ ღილაკს [Restore] , ( თუ დრაივერები შენახული გაქვთ როგორც თქვითგაშლადი ან კომპრესირებული პაკეტი მაშინ პროგრამის მენიუში მონახეთ ღილაკი Drive Restoration და ჩამოშლილ მენიუში მიუთითეთ რეჟიმი

  • პირველი ეს არის ჩვეულებრივად საქაღალდიდან აღდგენა (რასაც ჩვენ ვიყენებთ)
  • მეორე ეს არის კომპრესირებული საქაღალდიდან აღდგენა ხოლო
  • მესამე ეს არის თვითგაშლადი პაკეტის ფაილიდან აღდგენა)

გამოვა ახალი ფანჯარა სადაც უნდა მიუთითოთ თუ რომელ საქაღალდეში გაქვთ შენახული დრაივერები, მოძებნეთ საქაღალდე (საქაღალდე სადაც Windows-ის გადაყენებამდე დრაივერები შეინახეთ ამავე პროგრამით), მონიშნეთ და დააჭირეთ ღილაკს [OK].

ამის შემდეგ დაინახავთ პროგრამაში, ცხრილებში წითლად გამოჩენილ დრაივერების სახელებს ხოლო მათ გვერძე მათ აღწერას, ვერსიას, თარიღს და გამომცემელს. მონიშნეთ თქვენთვის სასურველი დრაივერები (სასურველია ყველა) და დააჭირეთ ქვემო ნაწილში მდებარე ღილაკს [Start Restore]. დაიწყება დრაივერების აღდგენა, თუ დრაივერებში მითითებულია ვიდეოდაფის დრაივერიც მაშინ მისი ინსტალაციისას ერთიორჯერ ეკრანი ჩაქვრება და აინთება, შეიძლება მოხდეს შემთხვევა და გამოვიდეს შეტყობინება რომ ფაილია საჭირო და მიუთითოთ სად არის ფაილი განთავსებული.

ამ შემთხვევაში გამოსულ ფანჯარაში დააკვირდით ველს Copy files from, აქ ჩაწერილია ფაილის სავარაუდო მისამართი. გაამახვილეთ ყურადღება რომ მისამართში ურევია ნიშანი \.\ ანუ დაახლოებით ასეა D:\Drivers\DeviceDriver\.\b1234

დააკვირდით ამ მისამართს

თუ მისამართში მოცემულია ნიშანი \.\ მონიშნეთ ეს ნიშანი, მის შემდეგ მდებარე სიმბოლოებებთან ერთად და წაშალეთ. ანუ დატოვეთ მხოლოდ ამ \.\ ნიშნამდე მოცემული მისამართი.

მაგ: თუ მოცემული იყო მისამართი D:\Drivers\VideoDriver\.\b1234 მონიშნეთ ეს \.\ ნიშანი, მის შემდეგ მდებარე სიმბოლოებებთან ერთად და წაშალეთ, დაგრჩებათ მხოლოდ ასე D:\Drivers\VideoDriver

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [OK] და ინსტალაცია გაგრძელდება.

P.S. ასევ გაიმეორეთ შემდეგი შეტყობინებების გამოსვლის შემთხვევაშიც. არ წაშალოთ ამ \.\ ნიშნამდე არსებული მისამართი, ეგ ფაილის მისამართია მოცემული!

ინსტალაციის დასრულების შემდეგ პროგრამა შეგატყობინებთ რომ გადატვირთვაა საჭირო, დაეთანხმეთ და სისტემა გადაიტვირთება.

ბოლო ნაბიჯები

ჩატვირთვის შემდეგ ქვედა-მარჯვენა კუთხეში, ტრეიში, გაჩნდება ორი: ფარის მსგავსი წითელი და მრგვალი ფერადი ლოგო.

წითელი ფარის მსგავსი ლოგო გვატყობინებს რომ სისტემაში არ არის ინსტალირებული ანტივირუსი და შესაბამისად კომპიუტერი დაუცველია ვირუსების შემოტევისაგან, თუ ანტივირუსის საინსტალაციო ხელთ გაქვთ ჯობია იქვე დააყენოთ, დაყენების შემდეგ:

  • ორჯერ მიაჭირეთ ტრეიში გაჩენილ წითელ ლოგოს, გამოვა დაცვის სამსახური.
  • მონახეთ ჩანართი Virus Protection
  • ჩანართში ნახავთ ღილაკს Recommendations… დააჭირეთ ღილაკზე
  • გამოსულ ფანჯარაში მონახეთ სანიშნი I hive an antivirus program that I’ll monitor myself… (და ა.შ.) და მონიშნეთ.
  • დააჭირეთ ღილაკს [OK]
  • ჩანართ მიეცემა სტატუსი NOT MONITORED (გაყვითლდება)
  • დახურეთ ფანჯარა და მზადაა…

ახლა მივხედოთ მრგვალ ფერად ლოგოს. ეს Windows XP Tour-ია რომელიც ერთხელ მაინც თუ არ გაუშვით ყოველი ჩატვირთვისას ტვინს წაიღებს…

ვინც არ იცის ვეტყვი რომ Windows XP Tour-ი ეს არის პროგრამის ტური რომელიც ზედაპირულად გვიხსნის Winsows XP-ს შესაძლებლობებს (რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე). ორჯერ მიაჭირეთ ტრეიში გაჩენილ მრგვალ ფერად ლოგოს და ტურიც გაეშვება. გამოსულ ფანჯარაში გექნებათ ამოსარჩევი ტურის რეჟიმი: ანიმირებული (Flash ანიმაციით) და არაანიმირებული (ჩვეულებრივი ვებგვრდივით), აირჩიეთ რეჟიმი და დააჭირეთ ღილაკს [Next], ტური გაეშვება… თქვენც კმაყოფილი დარჩებით და თქვენი საყვარელი სისტემაც.

ფონტების ინსტალაცია

ხოო ალბათ Windows-ის ინსტალაციამდე ფონტები შეინახეთ, თუ ფონტები (შრიფტები) ცალკე საქაღალდეში გაქვთ ბარემ ისინიც დავაყენოთ…

  • ამისათვის ვაწვებით Start-მენიუს ღილაკს
  • შემდეგ ღილაკს [Run…]
  • გამოსულ ფანჯარაში Open ველში ჩაწერეთ ბრძანება fonts და ვაწვებით [OK]-ს ფანჯარაში ან [Enter]-ს კლავიატურაზე
  • გამოვა ფონტების საქაღალდე…
  • ზედა მენიუში მიაჭირეთ ღილაკს [File]
  • გამოსულ მენიუში მიაჭირეთ ღილაკს Install New Font
  • გამოვა ახალი ფანჯარა
  • მონიშნეთ სანიშნი Copy fonts to Fonts folder თუ მონიშნული თავი გაანებეთ
  • მენიუში Drives აირჩიეთ დისკი რომელშიც ფონტები გაქვთ შენახული
  • მენიუში Folders მოძებნეთ და ორჯერ მიაწკაპუნეთ საქაღალდეზე რომელშიც ფონტები გაქვთ შენახული, დაიწყება ფონტების წაკითხვა
  • List on fonts: ჩარჩოში გამოჩნდება ფონტების სახელები, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ფონტები, თუ ყველას მონიშვნა გნებავთ დააწექით ღილაკს [Select All]
  • ახლა ღილაკი [OK] დაიწყება ფონტების ინსტალაცია
  • თუ რომელიმე ფონტი უკვე არის ინსტალირებული და თავიდან აინსტალირებთ გამოვა შეტყობინება ამის შესახებ, უბრალოდ დაეთანხმეთ და მორჩა…

არსებობს ფონტების ინსტალაციის უფრო მარტივი მეთოდი: გახსნათ ფონტების საქაღალდე და ჩაყაროთ შენახული ფონტები ამ საქაღალდეში, მაგრამ ეს მეთოდი არასანდოა და სასურველია ზემოთ ნახსენები ინსტრუქციით ისარგებლოთ.

ახლა ისღა დაგრჩენიათ თქვენს კომპიუტერში დააყენოთ ოფისი და სხვა თქვენთვის სასურველი პროგრამები.

აქ კი მე უკვე დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ კიდევ ბევრს ვისაუბრებთ დიადი Windows XP-ს შესახებ. მომავალ შეხვდრამდე..