Windows XP ყველასათვის ცნობილი ოპერაციული სისტემაა. ამ ცნობილ სისტემაში არსებობს რამდენიმე “საიდუმლოება” რომლის შესახებაც ყველა ჩვეულებრივმა მომხმარებელმა არ იცის.
1. ფოლდერების გადამისამართება
ალბათ თქვენ ისეთი მომხმარებლების კატეგორიას განეკუთვნებით რომლებიც (თითქმის) ყველაფერს Desktop-ზე ინახავენ, შემდეგ კი როცა სისტემის გადაყენებაზე მიდგება საქმე, უსიამოვნო ფაქტი ხდება ის, რომ ყველაფერი უნდა წაიშალოს C:/ დისკზე (თუ აქ არის სისტემა დაყენებული) და მათ შორის მიყვეს თქვენს Desktop-ზე განთავსებული სხვადასხვა ფაილები და საქაღალდეები.
იცით ამის გამოსავალი რა არის?
თქვენი სისტემის რეესტრში არის ერთი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის საიდუმლო განყოფილება საიდანაც ხდება სისტემური ფოლდერების გადამისამართება.
ფაილები და შორთქათები რომლებიც თქვენს Desktop-ზეა განთავსებული ინახება მისამართზე C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\Desktop
ჩვენი მიზანია ეს ფოლდერი გადავამისამართოთ სხვა დისკზე იმისათვის რომ სისტემის გადაყენებისას აღარაფერი აღარ წაგვეშალოს ეკრანიდან.
ამ მიზნის განსახორციელებლად ჯერ უნდა შევქმნათ საქაღალდე სხვა დისკზე სადაც შეინახება ეკრანზე არსებული ფაილები. მაგალითად D:/ დისკზე შევმნათ საქაღალდე System და ამ საქაღალდეში კიდევ საქაღალდე Desktop. სრული მისამართი ასეთია D:\System\Desktop
ახლა კი დროა მივაკითხოთ იმ იდუმალ სარკოფაგს სადაც ჩვენი ხსნა დევს.
იმისათვის რომ აქ მოვხვდეთ საჭიროა Run-ში ავკრიფოთ ბრძანება regedit და გავუშვათ რეესტრის ედიტორი.
რეესტრის ჩანაწერის მისამართია Hkey_Current_User\Software\Microsoft\Windows\current version\explorer\user shell folders,
აქ მოცემულია ყველა სისტემ ფოლდერის მისამართი და გადამისამართებაც სწორედ აქედან ხდება.
მონახეთ ცვლადი Desktop და მიაწკაპუნეთ.
გამოსულ სარკმელში მონახეთ ქვედა ველი, ველში დაახლოებით ასეთი სიტუაცია იქნება %USERPROFILE%\Desktop (”%USERPROFILE%” არის მომხმარებლის პროფილის მისამარათი ანუ წეღან ნახსენები ”C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\”) მონიშნეთ მთლიანად ეს მისამართი და მის მაგივრად ჩაწერეთ სხვა დისკზე შექმნილი Desktop ფოლდერის მისამართი, შემდეგ კი [OK]-ს დააჭირეთ.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ სხვა სისტემ ფოლდერებზეც.
ისღა დაგვრჩენია ეკრანიდან ჩვენს ახალ Desktop საქაღალდეში საჭირო ფაილები და საქაღალდეები გადავწეროთ, ამისათვის შევიდეთ მისამართზე C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\Desktop და გადმოვწეროთ შიგთავსი ჩვენ ახალ საქაღალდეში, ან უბრალოდ პირდაპირ ეკრანიდან მოვახდინოთ კოპირება. ამის შემდეგ ერთი გადატვირთვა და ჰო საოცრებავ ყველაფერი ისეა როგორც ადრე იყო, უბრალოდ ფოლდერია გადამისამართებული, ეს კი იმას ნიშნავს რომ რასაც ეკრანზე ჩაწერთ ან წაშლით ყველაფერი D:/ დისკზე გახსნილ Desktop საქაღალდეში მოხდება.
შეინახეთ ჩანაწერი მომავლისთვის
რეესტრში უბრალოდ მონიშნეთ ცვლადი Desktop და შედით [File] მენიუში, მონახეთ ღილაკი [Export…] და მიაჭირეთ.
დაარქვით ფაილს სახელი და შეინახეთ სასურველ ადგილას…
ეს ყველაფერი იმისათვის რომ ოპერაციული სისტემის გადაყენების შემდეგ ფოლდერის გადასამისამართებლად აღარ დაგჭირდეთ რეესტრში ძრომიალი.
უბრალოდ ამ ფაილს გახსნით, ორჯერ დაეთანხმებით და ეგაა… ყველაფერი დაყენებული იქნება.
P.S. როცა დარწმუნდებით რომ ყველაფერი წესრიგშია, შედით მისამართზე C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\Desktop და წაშალეთ მისი შიგთავსი ბაიტების ეკონომიის მიზნით, მაინც აღარაფერში გჭირდებათ..
2. ვებგვერდების გადამისამართება ანუ საინტერესო ფაილი “hosts”…
იცით თუ არა რომ თქვენს სისტემაში იმყოფება საინტერესო ფაილი hosts.
ეს ფაილი შეიძლება გამოვიყენოთ ვებგვერდების მისამართების სხვაგან გადასამისამართებლად (მუშაობს მხოლოდ Internet Explorer-ზე).
თუ როგორ ამას ახლავე მოგახსენებთ…
გაიგეთ სამიზნე ვებსაიტის IP მისამართი
პირველ რიგში გეტყვით რომ Windows-ში არსებობს ერთი საინტერესო ბრძანება რისი საშუალებითაც შეგვიძლია გავიგოთ თუ რომელი ვებგვერდი რომელ IP მისამართზეა გაწერილი…
მაგალითისათვის გავიგოთ რა მისამართზეა გაწერილი Google-ის საიტი:
- ამისათვის Run-ში ავკრიფოთ ბრძანება cmd, ამით გამოვიძახებთ Windows-ის ბრძანებების ხაზს…
- გამოსულ ფანჯარაში ავკრიფოთ ბრძანება ping და ადგილის გამოტოვებით გასაპინგი ვებგვერდის მისამართი, ჩვენ შემთხვევაში www.google.com და დააჭირეთ [Enter]-ს
- ამის შემდეგ მივიღებთ ინფორმაციას თუ რა IP მისამართზეა გაწერილი www.google.com-ი. ვთქვათ ეს მისამართია 123.456.789.000
გადაამისამართეთ სხვა ვებსაიტები ამ მისამართზე
ახლა გავხსნათ ფაილი hosts მისამართზე C:\WINDOWS\system32\drivers\etc
ამისათვის დაგვჭირდება გავხსნათ პროგრამა Notepad-ი (Start>all programs>Accessories>Notepad) და ჩავაგდოთ შიგნით ფაილი hosts.
გახსნილ ტექსტში დააკვირდით ბოლო ხაზზს, ტექსტი დაახლოებით ასეთი იქნება:
127.0.0.1 localhost
სწორედ ამ ტექსტით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ.
პირველი ნაწილი სამიზნე IP მისამართია, ხოლო მეორე კი გადამისამართებული ვებგვერდის მისამართი.
თუ მაგალითად გუგლის IP მისამართია 123.456.789.000 და ჩვენ გვინდა Yahoo.com-ზე შესვლისას გუგლზე გადამისამართდეს, მაშინ შეგვიძლია localhost-ის ქვეშ დავწეროთ:
127.0.0.1. localhost
123.456.789.000 yahoo.com
ახლა ფაილი დაასეივეთ (შეინახეთ).
თუ გახსნით Internet Explorer-ს და შეხვალთ მისამართზე yahoo.com მოხდება ის რომ Yahoo-ს საიტის მაგივრად მოხვდებით Google-ს საიტზე. თუ გადამისამართების პროცესში გახსნილი იყო Internet Explorer-ის ფანჯრები, გადამისამართების დასრულების შემდეგ აუცილებლად ყველა უნდა დახუროთ და თავიდან გახსნათ ბროუზერი.
ჰმ, ალბათ უკვე გაგიელვათ თავში ჰაკერულმა ზრახვებმა.
3. ჯიუტი ფოლდერები
მოკლედ საიდუმლო შემდეგია:
- ნებისმიერ ადგილას გახსენით ახალი საქაღალდე.
- ახლა სცადეთ საქაღალდეს სახელად დაარქვათ სიტყვა ”con” (ბრჭყალების გარეშე). ვერა ხო?
- სწორედ ეს არის მესამე საიდუმლო.
იგივე ხდება ფაილებთან მიმართებაში, ფაილსაც ვერ დაარქმევთ ამ სიტყვას.
იმის გასარკვევად თუ რატომ ხდება ასე, ჩავატაროთ ექსპერიმენტი.
- გავხსნათ Notepad-ი და დავწეროთ ტექსტი,
- ახლა [File]-მენიუში დააჭირეთ ღილაკს [Save] და გამოსულ ფანჯარაში [File name] ველში ფაილს დაარქვით სახელი con.
- დააწექით ღილაკს [Save] და აი შეტყობინებაც! “The file name is a reserved device name”
ფაილის სახელი ემთხვევა რეზერვირებული მოწყობილობის სახელს, შესაბამისად ვერ იქნება გამოყენებული.
4. საშიში საიტების სია
გაინტერესებთ რომელია ყველაზე საშიში საიტები თქვენი კომპიუტერის ჯანმრთელობისათვის?
იდუმალება Internet Explorer-შია.
გახსენით Internet Explorer-ი და საქმეს შევუდგეთ:
- ბრაუზერის პროგრამულ მენიუში მონახეთ ღილაკი [Tools],
- მაშინ მიაჭირეთ და გამოსულ მენიუში გახსენით [Internet Options…].
- გამოვა ახალი ფანჯარა, მონახეთ განყოფილება Security და მიაჭირეთ წითელ ლოგოს წარწერით ’Restricted sites’
- ახლა მონახეთ ღილაკი [Sites…] გამოვა ახალი ფანჯარა, სადაც ’web sites’ ბლოკში საიდუმლოს ფარდა აეხდება!
აქ მოცემულია Microsoft-ის მეირ შეზღუდილი პოტენციურად მავნებელი საიტების და IP მისამართების სია.
ესეც Windows-ის მეოთხე საიდუმლო.
დღეისათვის სულ ეს იყო, მალე ჩვენს ვებგვერდზე სხვა საიდუმლოებებსაც აეხდება ფარდა!