კომპანიამ Epoq Multimedia ანონსირება გაუკეთა ორ საინტერესო საათის მოდელს, რომლებიც ასევე წარმოგვიდგებიან ვიდეოპლეერებად. ერთი მოდელი გადაწყვეტილია როგორც კლასიკური ხოლო მეორე კი სპორტული. პირველი საათი, EMP-CVWD-2 აღჭურვილია 2 გბ შიდა მეხსიერებით და 1.8-დიუმის დისპლეით. ამ საათის ფუნქციონალურობა მარტო ვიდეო გამოსახულების ჩვენებით არ ამოიწურება. საათი აგრეთვე აღჭურვილია mp3-პლეიერით, ელექტრონული ტექსტური დოკუმენტების და ფოტოსურათების ჩვენების ფუნქციით. აქვს მხარდაჭერა Mpeg4 ვიდეო ფორმატის. მეორე ახალბედა EMP-CVWS-2. ის იგივე პარამეტრებისაა როგორც წინა მოდელი იმ განსხვავებით რომ ამ მოდელს აქვს ყურსასმენების და USB პორტები. მომავალში გამოვა ასევე 4 გბ-იანი მოდელებიც . ფასი: კლასიკური მოდელის: $ 199,95 სპორტული მოდელის: 159.95 $.

Comments

comments