მულტფილმები სიბერემდე
იცით სამ განზომილებიანი მულტფილმები როგორ იქმნება? დიახ, კომპიუტერის მეშვეობით. თან არა ჩვეულებრივი, არამედ ათასობით პროცესორიანი კომპიუტერის მეშვეობით. მაგალითისათვის სტუდია Pixar-ის განთქმული მულტფილმი ”მონსტრების კორპორაცია” გარენდერებულია 1024 პროცესორიან კომპიუტერზე, ახლა წარმოიდგინეთ, ეს მულტფილმი ასეთი კომპიუტერის მაგივრად თქვენს კომპიუტერზე რომ გარენდერებულიყო, რა მოხდებოდა?!  ეს მულტფილმი ასე 35 წლის შემდეგ ანუ დაახლოებით, ორიათასორმოციან წლებში გამოვიდოდა..

ტრანზისტორები vs მწერები
როგორც ვიცით დედამიწაზე, ყველაზე დიდი რაოდენობით მწერები ცხოვრობენ. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, კერძოდ კი 2003 წელს მოხდა ისე რომ დამზადებული ტრანზისტორების რაოდენობამ, ჩვენი საყვარელი მწერების რაოდენობას 100-ჯერ გადააჭარბა.

პინგვინის დაბადება
1992 წლის 25 აგვისტოს ინტერნეტში ჩნდება განცხადება იმის შესახებ რომ, შეიქმნა პატარა ოპერაციული სისტემა, რომლის ავტორი ფინელი სტუდენტი, ლინუს ტორვალდსია. ზემოთ ნახსენები ”პატარა სისტემა” კი სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში გიგანტ ოპერაციულ სისტემად, ხოლო შემდგომში კი ათობით სხვადასხვა დისტრიბუტივად იქცევა. სისტემა უსერიოზულეს კონკურენციას უწევს საყვარელ Windows-ს. ვრცელდება უფასოდ და ღია კოდით. მას Linux-ი ჰქვია.

ძლიერი პროცესორები
2006 წელს, ტოკიოს უნივერსიტეტში შექმნა 512 ბირთვიანი პროცესორი სახელად Grape DR. მისი სიხშირეა 500 MHz, წარმადობა 512 მილიარდი ოპერაცია მცოცავ მძიმესთან წამში. მისი ბირთვები გაერთიანებულია 16 მასივად, თითო მასივში 32 ბირთვია. პროცესორი დატვირთულ რეჟიმში მოიხმარს მაქსიმუმ 60 ვატ ენერგიას, დაუტვირთავად კი ენერგიის მოხმარება 30 ვატს აღწევს.

უსასრულოდ დაპატარავება
ტექნიკის განვითარებას საზღვარი არა აქვს! ჯერ კიდევ 65 ნანომეტრულ ტექნოპროცესში დამზადებული პროცესორის ტრანზისტორის ჩამკეტი, ჩვენი ანუ ადამიანის სისხლის წითელ უჯრედებზე 100-ჯერ უფრო პატარაა! ძალიან საინტერესოა რა ხდება 45 ნანომეტრულ ტექნოპროცესში? ამას რომ თავი გავანებოთ, რა იქნება მომავალში? პროცესორის კონტაქტები ელექტრონის ხელა იქნება და სოკეტს “Socket +∞” ერქმევა?

პიონერები ტექნიკაში
TFT ეკრანით პირველად Toshiba-ს ნოუთბუქები იქნა აღჭურვილი და ეს ყველაფერი 1991 წელს ხდებოდა. სულ რაღაც ორ წელიწადში ამ ნოუთბუქებს ლითიუმ-იონური კვების წყარო დაემატათ. გადის კიდევ ორი წელიწადი და მათ CD-Rom-ები გამოსდით. და დგება 2001 წელი როდესაც ამ ფირმის ნოუთბუქები პირველად აღიჭურვებიან Bluetooth-ით.

ჩართვა გამორთვა, საკითხავი აი ეს არის
მყარი დისკი ყველაზე მეტ ენერგიას ჩართვისას ხარჯავს.

პრინტერები გარემოს დამცველად
კომპანია HP დედამიწისადმი მზრუნველობას იჩენს. ეს ყველაფერი კი იმაში გამოიხატება რომ , კომპანია კარტრიჯების დასამზადებლად გადამუშავებულ ნაგავს იყენებს. ასე რომ თუ ერთხელაც თქვენს HP-ს პრინტერს საშინელი სუნი აუვიდა, არ გაგიკვირდეთ.  თუმცა ასეთი რამ დამიჯერეთ არ მოხდება რადგან, ”ნაგვის” გადასამუშავებლად მთელი ქიმიური ნაერთები და საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა საჭიროოო.

დისკების სექტორები
უკვე სამი ათეული წელია ჩვენს საყვარელ ვინჩესტერებში 512 ბაიტიანი სექტორები გამოიყენება, თუმცა ექსპერტების ვარაუდით მალე ეს რიცხვი შეიცვლება…

ფლეშკა იაფად
2003 წლიდან 2006 წლამდე Flash მეხსიერებების ფასი 90%-ით დაეცა

კოდაკის ოცნება
ფოტოგიგანტი კომპანია Kodac-ი ვარაუდებს რომ 2007 წელს 66 მილიარდი ცირული სურათი იქნება დაბეჭდილი.

საოპერაციო
ოთახები რომლებშიც პროცესორები მზადდება მინიმუმ 1000-ჯერ უფრო სუფთაა ვიდრე ჩვეულებრივი საოპერაციოები. აბა წარმოიდგინეთ რა მოხდება უცბათ ასეთ ოთახში რომ შევარდეთ და ერთი გემრიელად დააცემინოთ. პროცესორების რამდენიმე ასეულ პარტიას ჩააგდებთ.

ლაზერული თაგვები
ალბათ ახლა ხელში ლაზერული თაგუნია გიკავიათ. იცით რა არის საჭირო რომ თქვენმა თაგუნიამ თავი კომფორტულად იგრძნოს? თქვენი თაგუნიას მანათობელი თვალი სასრიალო ზედაპირს 6 მილიმეტრზე მეტად არ უნდა სცილდებოდეს.

საქართველო, ლამაზო
საქართველოში მომხმარებლების 72% იყენებს გარჩევადობას 1024×768-ზე.