tauri882

თუ თქვენი ცხოვრების სტილი უფრო მეტია ვიდრე უკვე ყველასათვის ნაცნობი iPhone-ს ან Galaxy-ს ფლობა, მაშინ დროა შეცვალოთ თქვენი სმარტფონი. იმისთვის რომ აჩვენოთ რაოდენ განსაკუთრებული ხართ დამეთანხმებით რომ რაღაც უნიკალური იქნება საჭირო. გაიცანით ყველაზე მიმზიდველი და იშვიათი სტატუის სიმბოლო სმარტფონებში –  88 Tauri – Torino Lamborghini-სგან.

მსოფლიოში, ამ უნიკალური მოდელის მხოლოდ 1947 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი რაც ძალიან დაბალ ალბათობას იძლევა რომ სადმე მსგავსი სმარტფონის მფლობელი შეგხვდეთ. დიახ, მისი ფასია $6000, მაგრამ შეიძლება ითქვას თქვენი “სტატუსის” კოეფიციენტის ზრდა მინიმუმ 50%-ითაა შესაძლებელი, უნიკალური ტყავის დიზაინისა და მეტალის მიმზიდველი კომბინაციის წყალობით. ფაქტობრივად მას “ყველაზე მდიდრული სელფის” გადაღებაც შეუძლია, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს.

თუმცა სტატუსის მსურველებმა გაითვალისწინეთ რომ 88 Tauri, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი მოხაზულობის ლოგოს ატარებს, არ არის სუპერმანქანების მწარმოებელი კომპანიის Lamborghini-ს ნაწარმი. ბრენდის სახელწოდება მოდის ამ ლეგენდარული ავტო კომპანიის დამაარსებლის, Ferruccio Lamborghini-ის შვილის სრული სახელიდან.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, 88 Tauri-ის აქვს 5-ინჩიანი 1920×1080-ზე ეკრანი, 2.3 GHz ოთხბირთვიანი Snapdragon 801 პროცესორი, 3GB ოპერატიული და 32GB მეხსიერება (რუსული წყაროს მიხედვით). ასე რომ როგორც ხედავთ ეს უნიკალური მოდელი არც ისე უნიკალურია ტექნიკური მახასიათებლებით და ჯობს კარგად დაფიქრდეთ სანამ დეკემბრის ბოლოსკენ (ვინაიდან ამ დროსაა გაყიდვები დაგეგმილი) ამ ძვირადღირებული სიმბოლოსთან რაიმე ურთიერთობას დაიჭერდეთ.

ადაპტირებულია The Verge-დან

მოგვწერეთ კომენტარით, შეიძენდით $6000-ად "უნიკალურობას" და ამ ბრენდის სმარტფონს? ან იქნებ თქვენ უფრო Vertu გიზიდავთ?!