პოსტის ერთ მხარეს ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჩინური კომპანიის, Huawei-ს საამაყო შვილობილი, სმარტფონი Ascend G60,! ხოლო პოსტის მეორე მხარეს ელექტრო ტექნიკის ლეგენდარული მწარმოებელის, კომპანია Samsung-ის სმარტფონი Galaxy S II!

ეს SMARTრინგია – მაშ ასე, დავიწყეთ!

AscendG600vsGalaxyS2

შესავალი და საერთო სპეციფიკაციები

2011 წლის აპრილის თვეში კომპანია Samsung-მა შემოგვთავაზა საშუალო კლასის სმარტფონი Samsung Galaxy S II, (i9100g) – მოდელი, რომელიც გამოსვლისთანავე საკმაოდ პოპულარული გახდა, თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ კი კომპანია Huawei-მ მის მომხმარებლებს Ascend G600 შესთავაზა, რომელიც ფუნქციონალურად კონკურენტუნარიანობასა და ჩანაფიქრშივე ფასის ხელმისაწვდომობაზე იყო გათვლილი. ეს უკანასკნელიც არანაკლებ პოპულარობით სარგებლობს Mid-End ტელეფონებში.

Galaxy S II და Ascend G600 ბევრ საერთო სპეციფიკაციას იზიარებენ: მაგალითად ორივე მათგანის პროცესორი ორ-ბირთვიან, 1.2 გეგაჰერცზე მომუშავე ჩიპზეა. განსხვავება მხოლოდ მწარმოებელსა და შესაბამისად – მოდელშია: G600-ისთვის – Scorpion-ი  ხოლო S II-ისთვის ARM Cortex A9.

ორივე მათგანს აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა, LED Flash-ით. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ციფრული ზუმის მხარდაჭერა გვაქვს, მოახლოებული გამოსახულებაც მკვეთრი და ფოკუსირებულია, რასაც ავტოფოკუსის ფუნქცია უზრუნველყოფს.

ასევე მხარდაჭერილია 32 გეგაბაიტამდე ჩიპები და მულტითაჩის ფუნქცია.

 

RAM-ი  და შიდა მეხსიერება

პირველი სხვაობა, რომელიც ორ კონკურენტს შორის ვლინდება, არის ოპერატიული მეხსიერების სიდიდე. Samsung-ის შემთხვევაში გვაქვს 1 გეგაბაიტი ოპერატიული, როცა Huawei-მ მის ხელმისაწვდომ ტელეფონს 768 მეგაბაიტიც აკმარა.

სხვაობა გვაქვს ასევე შიდა მეხსიერებაში: აქაც Samsung-ს მეტი სივრცე აქვს გამოყენებული, რომელიც შეადგენს 16 გეგაბაიტს, G600-ის 4 გეგაბაიტის წინააღმდეგ.

 

ზომები და ეკრანი

Ascend G600-ის ზომებია 134 x 67.5 x 10.5 mm-ზე, ხოლო Galaxy S II -ის 125.3 x 66.1 x 8.49 mm.  როგორც ხედავთ, სისქეში სხვაობა 2 მილიმეტრია Samsung-ის სასარგებლოდ, თუმცა სამაგიეროდ Huawei-ს ნაწარმი უფრო დიდი ზომისაა სიგრძეში.

ეს სხვაობა ეკრანებშიც გამოიხატება: 4.27 დიუმიანი Samsung-ის წინააღმდეგ  4.5 დიუმიანი Huawei-ს სქრინია. თუმცა Samsung-ი არც აქ იტეხს იხტიბარს და Huawei-ს სტანდარტულ LCD სქრინს Super AMOLED ტექნოლოგიას უპირისპირებს, რაც შემდგომში შედარებით მკვეთრი და ნათელი გამოსახულებით გამოიხატება. ორივე მათგანი 16 მილიონ ფერს აჩვენებს.

საპასუხო დარტყმა Ascend G600-ის ეკრანის გარჩევადობაა: 540 x 960-ზე   Galaxy-ს 480 x 800-ზეს წინააღმდეგ. დამეთანხმებით დიდი უპირატესობაა.

რაც შეეხება წონას, აქ 40 გრამიანი სხვაობა გვაქვს:  Galaxy S II იწონის 116 გრამს ხოლო Ascend G600 145-ს.

 

კამერა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე მათგანს 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. განსხვავება 1080p-ს ვიდეოს გადაღებაშია, რაც ამჯერად Samsung Galaxy SII-მა ითავა. რამდენად კარგ გამოსახულებას იღებს მოცემულ ფორმატში, ეს თავად განსაჯეთ, როგორც ფუნქცია მას ჩაშენებული აქვს.

წინ მდებარე კამერის ბრძოლასაც Galaxy SII-ი იგებს. ამჯერად დიდი სხვაობით, 0.3 მეგაპიქსელი 2 მეგაპიქსელის პირისპირ. თანაც G600-ი პირველი კამერით ვიდეო ჩანაწერს არ აკეთებს.

 

სისტემა და ქსელები

წარმოების დროებში სხვაობისდა გამო, Huawei Ascend G600-ს უმართლებს და პირდაპირ Android 4.0.4 ICS-ს ვერსიით გადაეცემა მომხმარებელს. მისი კონკურენტი Galaxy SII კი ჯერ კიდევ ძველ 2.3.4 Gingerbread-ვერსიით მოქმედებს და დააპდეიტებადია ICS-ზე.

ორივე მათგანი უჭერს 3G ქსელებს მხარს. თუმცა ერთერთი მათგანი HSPA+ ტექნოლოგიის სისწრაფეს გვთავაზობს და ეს Galaxy S II-ია.

ბატარეა

შედარებით გამძლე ბატარეით გამოირჩევა Samsung-ის ნაწარმი. ორივე მათგანს აქვს ლითიუმ იონის ბატარეა, თუმცა G600-ის ბატარეა + Polymer (LiPo) ტექნოლოგიისაა. Galaxy S II -ის ბატარეა 1650 ხოლო Ascend G600 – 1930 მილიამპერ საათიანია.

შეჯამება

ბევრი თანაბარი პარამეტრის მიუხედავად, Ascend G600-ი  Galaxy S II-ს მძლავრ წინააღმდეგობას უწევს:

- შედარებით დიდი ზომის ეკრანით;
- უფრო მაღალი გარჩევადობით და პიქსელების სიმჭიდროვით;
- თავიდანვე მორგებული სისტემით.

 

ამჯერად  SMARTრინგს Samsung Galaxy S II იგებს, რადგან Ascend G600-თან შედარებით:

- 2 მილიმეტრით თხელია;
- 40 გრამით მსუბუქია;
- აქვს მეტი შიდა მეხსიერება;
- მხარს უჭერს HSPA+ ქსელებს;
- იყენებს Super AMOLED ტექნოლოგიას;
- აქვს იღებს 1080p-ს და უკეთესი წინა კამერა.

დიახ, არც ისე დიდი სხვაობაა, თუმცა ფაქტი ფაქტია.

ფასი

ამ პოსტში ფასთა შერკინება ცალკე ბლოკად მინდა გამოვყო, რადგან ერთის მხრივ ცნობილი ბრენდი მის პროდუქტში რამდენიმე მილიგრამიანი და ერთი ორი – საშუალო მოხმარებლისადმი უმნიშვნელო ტექნოლოგიური სხვაობით  უპირისპირდება ნაკლებად ცნობილ ახალბედა ბრენდს, რომელიც სიტყვა “ბრენდში” ფაქტობრივად არაფერს გახდევინებს.

Samsung Galaxy S II -ი პოსტის გამოქვეყნების მონეტში არსებულ საბაზრო ფასის მიხედვით ღირს ~690-700 ლარი.

Huawei Ascend G600 -ი ფასი კი ქართულ ბაზარზე  499-520 ლარია.

დამეთანხმებით, სტატიას რომ PRICEრინგი ერქვას, გარჩევა არ გაგიჭირდებოდათ ვინ იქნებოდა გამარჯვებული, რადგან თითქმის 200 ლარიანი სხვაობა ყველა ჯიბისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა 🙂

 

 

 

 

Comments

comments

ერთი კომენტარი
  1. admin kompiutershi maq 4 diski..c,e,f da “Зарезервировано (D:) ” ase aweria erts. roca rames viwer internetidan “Зарезервировано (D:) ” diskze agdebs yvelafers da am “Зарезервировано (D:) ” diskze adgili 100 megabaitia marto,shesabamisad did failebs verviwer kompiutershi. rogorc ki 100 megabaitianze did fails gadmoviwer itisheba tavisit gadmotvirtuli failis zoma ro ava 100-mde..am diskshia tviton “dowload” folderi da iq migdebs xolme avtomaturad am gadmotvirtul failebs..ro wavshli tavisit aketebs xolme da isev im diskze agdebs. da es diski rogor gavauqmo an am diskshi mdebare “dowload” folderi rogor gadavitano sxvagan ise ro failis gadmoweris dros isev am diskze ar damigdos..
    damexmare gtxov.madloba winaswar.

კომენტარები დახურულია