ალბათ ბევრს გამოგიცდიათ Windows-ის გადაყენება, ზოგს უბრალოდ გინახავთ როგორ ყენდება და რამდენი დრო ჭირდება მის დასრულებას.

შეამჩნევდით რომ ძალიან გამაღიზიანებელი და ნერვების მომშლელია საათობით მონიტორის წინ ჯდომა და ლოდინი. რას იტყვით რომ გასწავლოთ მეთოდი, რომლითაც შეძლებთ Windows-ის დაყენებას 10 წუთში? ეს ძალიან მარტივი ხერხი საკმაოდ ბევრ დროსა და ნერვებს დაგაზოგინებთ.

მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და გამოვცადოთ ხერხი Windows XP-ს მაგალითზე. ამ მეთოდის აზრი არის ის, რომ დაყენების პროცესში პროცეს “setup.exe”-ს ვაძლევთ მაქსიმალურ პრიორიტეტს. სწორედ ამის ხარჯზე მიიღწევა აჩქარების ეფექტი.

მოკლედ, თავიდან ტრადიციულად ჩავტვირთავთ საინსტალაციო დისკს და დავიწყებთ დაყენებას. პირველ ეტაპზე ყველაფერს ნაცნობი მეთოდით გავაკეთებთ.

ანუ ვირჩევთ დისკს:

1

შემდეგ ვაფორმატებთ და

2

მას შემდეგ რაც პროგრამა საჭირო ფაილებს გადაიტანს ვინჩესტერზე და კომპიუტერიც დარესტარტდება, დაიწყება სისტემის დაყენება.

3

გამოჩნდება შეტყობინება (Windows XP-ს შემთხვევაში) რომ სისტემის დასაყენებლად საჭიროა 39 წუთი. ეს სწორედ ის მომენტია, საიდანაც “ჯადოქრობა“ იწყება!

ამ ხერხის გამოყენებისას, ცნობისმოყვარეობის გამო მეთვითონაც სპეციალურად დრო დავინიშნე.

4

მაშ ასე, ვაჭერთ კლავიშებს  [SHIFT] + [F10] 

5

გამოვა კონსოლის ფანჯარა საიდანაც ვიძახებთ Task Manager-ს.

ამისათვის კი ვკრებთ

taskmgr.exe

და შემდეგ ვაწვებით [ENTER]-ს.

6

Task Manager-ის ფანჯარაში, გადავდივართ პროცესების ტაბზე და პროცესს “setup.exe" ვძლევთ მაქსიმალურ პრიორიტეტს.

7

ამის შემდეგ ვხურავთ ორივე ფანჯარას და ველოდებით 10 წუთს.  ზუსტად 10 წუთში (უმრავლეს მძლავრ მონაცემებიან კომპიუტერებზე) სისტემა რესტარტდება და ახლად დაყენებული Windows-ი დაიწყებს ჩატვირთვას. Windows-ის გადაყენება დასრულებულია!

8

ეს მეთოდი საკმაოდ ბევრს დროს დაგაზოგინებთ, მაგრამ როგორც ვახსენე საბოლოო დრო დამოკიდებულია თვითონ კომპიუტერის აპარატურაზე ანუ საკმაოდ ძველ კომპიუტერებზე შეიძლება დრო ცოტა მეტი დაგჭირდეთ. ამ მეთოდის გამოყენება Windows-ის სხვა ვერსიის ოპერაციულ სისტემებზეც შეგიძლიათ.

იმედია ამ სტატიის წასაკითხად გამოყენებული დრო ასმაგად აგინაზღაურდებათ და Windows-ის გადაყენება ბევრად სწრაფი პროცესი გახდება თქვენთვის! 🙂