ალბათ ბევრს გამოგიცდიათ Windows-ის გადაყენება, ზოგს უბრალოდ გინახავთ როგორ ყენდება და რამდენი დრო ჭირდება მის დასრულებას.

შეამჩნევდით რომ ძალიან გამაღიზიანებელი და ნერვების მომშლელია საათობით მონიტორის წინ ჯდომა და ლოდინი. რას იტყვით რომ გასწავლოთ მეთოდი, რომლითაც შეძლებთ Windows-ის დაყენებას 10 წუთში? ეს ძალიან მარტივი ხერხი საკმაოდ ბევრ დროსა და ნერვებს დაგაზოგინებთ.

მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და გამოვცადოთ ხერხი Windows XP-ს მაგალითზე. ამ მეთოდის აზრი არის ის, რომ დაყენების პროცესში პროცეს “setup.exe”-ს ვაძლევთ მაქსიმალურ პრიორიტეტს. სწორედ ამის ხარჯზე მიიღწევა აჩქარების ეფექტი.

მოკლედ, თავიდან ტრადიციულად ჩავტვირთავთ საინსტალაციო დისკს და დავიწყებთ დაყენებას. პირველ ეტაპზე ყველაფერს ნაცნობი მეთოდით გავაკეთებთ.

ანუ ვირჩევთ დისკს:

1

შემდეგ ვაფორმატებთ და

2

მას შემდეგ რაც პროგრამა საჭირო ფაილებს გადაიტანს ვინჩესტერზე და კომპიუტერიც დარესტარტდება, დაიწყება სისტემის დაყენება.

3

გამოჩნდება შეტყობინება (Windows XP-ს შემთხვევაში) რომ სისტემის დასაყენებლად საჭიროა 39 წუთი. ეს სწორედ ის მომენტია, საიდანაც “ჯადოქრობა“ იწყება!

ამ ხერხის გამოყენებისას, ცნობისმოყვარეობის გამო მეთვითონაც სპეციალურად დრო დავინიშნე.

4

მაშ ასე, ვაჭერთ კლავიშებს  [SHIFT] + [F10] 

5

გამოვა კონსოლის ფანჯარა საიდანაც ვიძახებთ Task Manager-ს.

ამისათვის კი ვკრებთ

taskmgr.exe

და შემდეგ ვაწვებით [ENTER]-ს.

6

Task Manager-ის ფანჯარაში, გადავდივართ პროცესების ტაბზე და პროცესს “setup.exe" ვძლევთ მაქსიმალურ პრიორიტეტს.

7

ამის შემდეგ ვხურავთ ორივე ფანჯარას და ველოდებით 10 წუთს.  ზუსტად 10 წუთში (უმრავლეს მძლავრ მონაცემებიან კომპიუტერებზე) სისტემა რესტარტდება და ახლად დაყენებული Windows-ი დაიწყებს ჩატვირთვას. Windows-ის გადაყენება დასრულებულია!

8

ეს მეთოდი საკმაოდ ბევრს დროს დაგაზოგინებთ, მაგრამ როგორც ვახსენე საბოლოო დრო დამოკიდებულია თვითონ კომპიუტერის აპარატურაზე ანუ საკმაოდ ძველ კომპიუტერებზე შეიძლება დრო ცოტა მეტი დაგჭირდეთ. ამ მეთოდის გამოყენება Windows-ის სხვა ვერსიის ოპერაციულ სისტემებზეც შეგიძლიათ.

იმედია ამ სტატიის წასაკითხად გამოყენებული დრო ასმაგად აგინაზღაურდებათ და Windows-ის გადაყენება ბევრად სწრაფი პროცესი გახდება თქვენთვის! 🙂

 

Comments

comments

12 კომენტარი
  1. rogor gadmovwero es programa? am gverdze gadmosaweri vervnaxe ro daiwyos gadmowera am programis da damilinke raa pirdapir…

  2. mozilidan da googledanac vcade mara allshares.ge-da mydisk.ge-dan da egeti saitebidan roviwer xolme mashin armigdebs im fanjaras sadac sheidzleba miutito sad daagdos gadmosaweri faili..
    magas marto torentit rovwer ragacas maashin migdebs xolme…
    tushedzleb iqneb teamwiever-it shemoxvide da gamisworoo..an washalo is diski an is dowload folderi rogor gadavitano sxva romelime diskze. damexmare raa kacurad..gtxoov. verafers ver vwer kompiutersshii..

  3. სავარაუდოდ 7 გაქვს ხო?? ეგ შენი “დ” დისკი, რომელიც 100 მეგაბაიტია სპეციალურად არის გამოყოფილი. მანდ ბილის პირმშო მნიშვნელოვან ფაილებს ინახავს, (ბუთლოადერები, ბექაფები და ა.შ.) პირველ რიგში იმას გეტყვი რომ ეგ დისკი Windows-ში საერთოდ არ უნდა ჩანდეს, არანაირად, თუ რაიმე შეცდომა არაა ოპერაციულ სისტემაში. მეორეც, არ ვიცი რითი იწერ ფაილებს. ბრაუზერში მიუთითე რომ სხვა ადგილას შეინახოს გადმოწერისას და შენი პრობლემა მოგვარებული იქნება

  4. admin kompiutershi maq 4 diski..c,e,f da “Зарезервировано (D:) ” ase aweria erts. roca rames viwer internetidan “Зарезервировано (D:) ” diskze agdebs yvelafers da am “Зарезервировано (D:) ” diskze adgili 100 megabaitia marto,shesabamisad did failebs verviwer kompiutershi. rogorc ki 100 megabaitianze did fails gadmoviwer itisheba tavisit gadmotvirtuli failis zoma ro ava 100-mde..am diskshia tviton “dowload” folderi da iq migdebs xolme avtomaturad am gadmotvirtul failebs..ro wavshli tavisit aketebs xolme da isev im diskze agdebs. da es diski rogor gavauqmo an am diskshi mdebare “dowload” folderi rogor gadavitano sxvagan ise ro failis gadmoweris dros isev am diskze ar damigdos..
    damexmare gtxov.madloba winaswar.

კომენტარები დახურულია