PCMania-ს შესახებ

ლოგო

‘PCMania’ ლიდერი ქართულენოვანი ინტერნეტ რესურსია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ. PCMania ქმნის ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც მკითხველს საშუალება ეძლევა წაიკითხოს ან გამოაქვეყნოს საინტერესო სტატიები და გასართობ-შემეცნებითი პოსტები, გამოხატოს აზრი,  წამოიწყოს დისკუსია, მიიღოს რჩევები და  დახმარება გარკვეულ პრობლემებზე (პროგრამებთან და კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებით) და სხვ.

დამწყების დონის მომხმარებელიდან პროფესინალამდე, ჩვენ გთავაზობთ ვებ-საშუალებას კომპიუტერული უნარჩვევებისა და ცოდნის განვითარებისთვის და ერთმანეთში გაზიარებისთვის.

პროექტის მიზანია საქართველოში ცოდნისა და უნარჩვევების გავრცელება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში – ქართულენოვანი, გასართობ-შემეცნებითი კონტენტის წარმოებით და ორგანიზებით.

პროექტი დაარსდა 2007 წელს დევი ფირცხალაიშვილის მიერ.

2012-წლიდან პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია 𝒇𝔁-ის ბაზაზე.

ამჟამად საიტი ფუნქციონირებს არქივის რეჟიმში.

ჩვენი ‘მუზეუმი’

ვერსიის ისტორია

PCMania ვერსია 5.0

 

V5.x – 2014+
– შეიცვალა საიტის დიზაინი
– განახლდა ლოგო
– განახლდა სამომხმარებლო შეთანხმება
– გაიწმინდა კონტენტი
– შეიცვალა ფორუმის ძრავა და დიზაინი

V4.0 – 2010 წელი

PCMania ვერსია 4.0

V3.0 – 2009 წელი

PCMania 3.0 ვერსია

V2.0 – 2009 წელი

PCMania ვერსია 2.0

V1.0 – 2007 წელი

PCMania ვერსია 1.0

ლოგოს ისტორია

logo_timeline

ჩვენზე პრესაში

– გურიჩა,  რუსთავი 2-ის დილის გადაცემა – 2007 წელი

ალბათ, კარგად გახსოვს ის დღე, როდესაც პირველად შეეხე კლავიატურას. შემდეგ ბევრი სასაცილო შეცდომა დაუშვი. 🙂 კომპიუტერის ათვისების პროცესში რამდენი სისულელე გამიკეთებია, რომლებზეც ახლა გულიანად მეცინება. ქართულ ვირტუალურ რეალობაში გამოჩნდა საიტი, რომელიც ცდილობს კომპიუტერის დამწყებ (და არა მარტო) მომხმარებლებს გზა გაუნათოს, რჩევები მისცეს.

PCmania.ge – აქ გაიგებთ IT სამყაროსთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს. განსაკუთრებით დამაინტერესა სტატიებმა, რომლებიც ლოკალურად ჩატარებული ექსპერიმენტებია აღწერილი. აქვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ და წაიკითხოთ IT ლიტერატურა და ეზიაროთ კომპიუტერულ იუმორს, რომელიც მხოლოდ ერთეულებს ესმით.

– საქართველომ ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო – გაზეთი რეზონანსი, 12/05/2010

გაზეთი რეზონანსი PCMania-ს შესახებ

ონლაინ და სატელევიზიო გადაცემა PCMania

ჩვენი ექსპერიმენტალური გადაცემის რამდენიმე ჩანაწერი “ნავიგატორ ტვ-სთვის” რომელიც საკაბელო მაუწყებლობით ტრიალებდა. გადაღებები მიმდინარეობდა 2012 წლის შემოდგომაზე.

ვიპყრობთ მწვერვალებს – InfoMatrix 2010

2010 წელს პროექტი PCMania მონაწილეობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში InfoMatrix, ქალაქ ბუქარესტში. პროექტი “ციფრული მედიის” კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. დეტალებისთვის წაიკითხეთ ჩვენს ვებ-საიტზე განთავსებული სტატია.

პროექტის პოსტერი:

პროექტის პოსტერ
ვერცხლის მედალი:
ვერცხლის მედალი

ბანერლენდი (2007-2014)

banner

რეტრო კოლექცია