ახალი Avira AntiVir Personal -ი დაიცავს თქვენს სისტემას ვირუსებისაგან, მავნე პროგრამებისა და ტროიანებისაგან. ანტივირუსი თავსებადია Windows 7/XP 64-bit/32-bit/Vista 32-bit/64-bit სისტემებთან და წარმოადგენს Avira AntiVir Personal -ის ბოლო, მეათე ვერსიას (2 ნოემბ. 2010). საკმაოდ მარტივი და მეგობრული ინტერფეისი დაგეხმარებათ ანტივირუსის სწორად და ეფექტურად მოხმარებაში.
პროგრამა ვრცელდება უფასო ლიცენზიით!
გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური ვებსაიტიდან | cnet-ის ოფიციალური გვერდიდან (ზომა: ~ 55 მბ)
ანტივირუსის ინსტალაციისათვის გაუშვით გადმოწერილი საინსტალაციო ფაილი..
1. დაელოდეთ შემდეგი ფანჯრის გამოსვლას და მონიშნეთ თანხმობა ლიცენზიაზე, გადადით Next-ით შემდეგ ფანჯარაზე.
2. აქ დაეთანხმეთ რომ არ გამოიყენებთ უფასო ანტივირუსს კომერციული მიზნებისათვის.
3. თუ ანტივირუსის სრული ფუნქციონალობით გსურთ ინსტალაცია, მონიშნეთ Express ინსტალაცია.
4. შეიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც Avira-ს მომხმარებელი. თუ ეს პროცედურა გინდათ გამოტოვოთ მოხსენით მონიშვნა ქვედა თანხმობას.
5. ამის შემდეგ დაიწყება ინსტალაცია რომელიც 1-2 წუთს გასტანს. ამით დასრულდება Avira-ს ინსტალაცია 🙂