‘PCMania’ ლიდერი ქართულენოვანი ინტერნეტ რესურსია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ. PCMania ქმნის ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც მკითხველს საშუალება ეძლევა წაიკითხოს ან გამოაქვეყნოს საინტერესო სტატიები და გასართობ-შემეცნებითი პოსტები, გამოხატოს აზრი, წამოიწყოს დისკუსია, მიიღოს რჩევები და დახმარება გარკვეულ პრობლემებზე (პროგრამებთან და კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებით) და სხვ.
დამწყების დონის მომხმარებელიდან პროფესინალამდე, ჩვენ გთავაზობთ ვებ-საშუალებას კომპიუტერული უნარჩვევებისა და ცოდნის განვითარებისთვის და ერთმანეთში გაზიარებისთვის.
პროექტის მიზანია საქართველოში ცოდნისა და უნარჩვევების გავრცელება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში – ქართულენოვანი, გასართობ-შემეცნებითი კონტენტის წარმოებით და ორგანიზებით.
პროექტი დაარსდა 2007 წელს დევი ფირცხალაიშვილის მიერ.
2012-წლიდან პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია 𝒇𝔁-ის ბაზაზე.
ამჟამად საიტი ფუნქციონირებს არქივის რეჟიმში.
ჩვენი ‘მუზეუმი’
ვერსიის ისტორია
V5.x – 2014+
– შეიცვალა საიტის დიზაინი
– განახლდა ლოგო
– განახლდა სამომხმარებლო შეთანხმება
– გაიწმინდა კონტენტი
– შეიცვალა ფორუმის ძრავა და დიზაინი
V4.0 – 2010 წელი
V3.0 – 2009 წელი
V2.0 – 2009 წელი
V1.0 – 2007 წელი
ლოგოს ისტორია
ჩვენზე პრესაში
– გურიჩა, რუსთავი 2-ის დილის გადაცემა – 2007 წელი
ალბათ, კარგად გახსოვს ის დღე, როდესაც პირველად შეეხე კლავიატურას. შემდეგ ბევრი სასაცილო შეცდომა დაუშვი. 🙂 კომპიუტერის ათვისების პროცესში რამდენი სისულელე გამიკეთებია, რომლებზეც ახლა გულიანად მეცინება. ქართულ ვირტუალურ რეალობაში გამოჩნდა საიტი, რომელიც ცდილობს კომპიუტერის დამწყებ (და არა მარტო) მომხმარებლებს გზა გაუნათოს, რჩევები მისცეს.
PCmania.ge – აქ გაიგებთ IT სამყაროსთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს. განსაკუთრებით დამაინტერესა სტატიებმა, რომლებიც ლოკალურად ჩატარებული ექსპერიმენტებია აღწერილი. აქვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ და წაიკითხოთ IT ლიტერატურა და ეზიაროთ კომპიუტერულ იუმორს, რომელიც მხოლოდ ერთეულებს ესმით.
– საქართველომ ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო – გაზეთი რეზონანსი, 12/05/2010
ონლაინ და სატელევიზიო გადაცემა PCMania
ჩვენი ექსპერიმენტალური გადაცემის რამდენიმე ჩანაწერი “ნავიგატორ ტვ-სთვის” რომელიც საკაბელო მაუწყებლობით ტრიალებდა. გადაღებები მიმდინარეობდა 2012 წლის შემოდგომაზე.
ვიპყრობთ მწვერვალებს – InfoMatrix 2010
2010 წელს პროექტი PCMania მონაწილეობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში InfoMatrix, ქალაქ ბუქარესტში. პროექტი “ციფრული მედიის” კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. დეტალებისთვის წაიკითხეთ ჩვენს ვებ-საიტზე განთავსებული სტატია.
პროექტის პოსტერი: