BUSINESS-FAILURE

არ აქვს მნიშნველობა აპირებთ თუ არა იყოთ შემდეგი სტივ ჯობსი, ან უბრალოდ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია და ხორცი შეასხათ თქვენს ხედვას და იდეებს, ყოველთვის იარსებებს ისეთი რამ (მცირე თუ დიდი) რაც თქვენს წარმატებას ხელს შეუშლის და ბარიერებს გაუჩენს. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ბარიერი სწორედ დასაძლევადაა შექმნილი, ზოგიერთი ნეგატიური რამ პირდაპირ გამანადგურებელი ეფექტის მატარებელია. ასეთი რამ შეიძლება იყოს თქვენი პირადი ჩვევა ან ქცევა, რომელსაც შეიძლება თავად ვერ ამჩნევთ მაგრამ სინამდვილეში მომაკვდინებელია წარმატების გზაზე. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჟურნალი Entrepreneur-ის სტატიის რეპროდუქცია სადაც ვფიქრობ პრობლემა კარგადაა დასახული.

თანამედროვე მსოფლიოში ძნელია (მაგრამ არა შეუძლებელი) შექმნა ინოვაცია და ეს ინოვაცია აქციო წარმატებულ პროექტად თუ ბიზნესად. ბევრი წამოწყება განწირულია წაგებისთვის, ბევრს კი ტრიუმფალური გამარჯვება ელის. ასე რომ თუ პირად საქმეში გსურთ რომ ალბათობა გამარჯვებისკენ გადაიხაროს გაეცანით და ერიდეთ ქვემოთ მოცემულ 10 ნეგატიურ ქმედებას რომლის მსხვერპლიც შესაძლებელია უკვე ხართ.

1. შური და ეჭვიანობა

ქმედება რომელიც პირადი ცხოვრების მსგავსად, საქმიან ცხოვრებაშიც მკვეთრად ნეგატიურია. გშურდეს და ეჭვიანობდე ნიშნავს ვერ აცნობიერებდე რომ ყოველ ჩვენთაგანს აქვს უნარი გახდეს წარმატებული. დროის კარგვა სხვა ადამიანების წარმატებებზე “ნერვიულობით” არაფრის მომტანია გარდა ჩამორჩენის და სხვა არასასურველი შედეგების. გარშემო მყოფების წარმატება თქვენთვის მამოტივირებელი უნდა იყოს, თუნდაც კონკურენტთან მიმართებაში.

2. წარსულზე ფიქრი

წარსულისგან მხოლოდ გაკვეთილები და კარგი მოგონებები უნდა დაგვრჩეს, სინანული და ათასი სხვა არასასურველი ფიქრი უბრალოდ მოიშორეთ. ყველა ბიზნესმენს ელოდება რთული პერიოდი, მძიმე გადაწყვეტილებები და შეიძლება დამარცხებაც კი გარკვეულ ეტაპზე. არ მისცეთ საშუალება პატარა ჩავარდნებს შეაჩერონ თქვენი პროგრესი. იპოვეთ გზა როგორ შემოუაროთ ბარიერებს და განაგრძეთ წინსვლა, უკან მოუხედავად.

3. მომიზეზება და თავის მართლება

თუ ცუდი გადაწვყეტილება მიიღეთ და ამით რაღაც გაფუჭდა, მიიღეთ ის როგორც არის და თან სრული პასუხისმგებლობით. თუ რაღაცა არ გამოდის როგორც დაგეგმილი იყო, ნუ დაიწყებთ მომიზეზებას. იპოვეთ პრობლემის რეალური გამომწვევი მიზეზი და მიიღეთ ღირსეულ გაკვეთილად ბიზნესში. თუ ნამდვილად ხედავთ პრობლემას, იგივე შეცდომას აღარ დაუშვებთ. მუდმივად მომიზეზება და თავის მართლება – როგორც სხვა მავნე ჩვევა – დიდხანს გასტანს და ხელს შეგიშლით პრობლემის ნამდვილი საფუძვლის დანახვაში.

4. სწავლის შეწყვეტა

სწავლა სიბერემდე. ასაკმა, წლების გამოცდილებამ ან წარმატების დონემ არასდროს არ უნდა შეგიშალოთ ხელი სწავლაში. ყოვლისმცოდნე არავინაა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მუდმივად შევისწავლოთ რაღაც ახალი.

5. ნეგატიურ პიროვნებებთან ურთიერთობა

ჭირივით ერიდეთ ნეგატიურ პიროვნებებთან ურთიერთობებს. ჩვენ ყველა ვიცნობთ ერთ ასეთს მაინც. არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში გიწევთ ურთიერთობა ისინი ყოველთვის გვრთგუნავენ და გვავსებენ თავიანთი ნეგატიურობით. შემოიკრიბეთ გარშემო თქვენსავით მოაზროვნე და გათვითცნობიერებული ადამიანები.

6. დილა გეგმის გარეშე

მიზანი გეგმის გარეშე არის უბრალო ოცნება

დროის განაწილება მეწარმეობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ჩვენ ყველას 24 საათი გაგვაჩნია დღეში. იმისათვის რომ იყოთ ეფექტური, დღის დაწყებამდე უნდა იცოდე რა მიზნები გაგაჩნიათ და მოცემულ დღეს რა სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი მიზნების მისაღწევად. გარდა იმისა რომ ყოველ დღის ბოლოს თქვენს თავს კითხოთ – დღეს ვის რა არგეთ (მადლობა თუ ამას აკეთებთ) – აუცილებლად ისიც იკითხეთ (და ჩამოწერეთ) მომდევნო დღეს რა გაქვთ გასაკეთებელი.

7. ცვლილებების და ადაპტაციის შიში

არსებობს დიდი შანსი რომ უახლოეს მომავალში წარმატების შესანარჩუნებლად მოგიწევთ ადაპტირება ახალ გარემოებებთან. ამისთვის უნდა გაგაჩნდეთ უნარი მოარგოთ თქვენი გეგმები და სტრატეგია გარემო ცვლილებებს.

8. ლაპარაკი საქმის ნაცვლად

წარმატებული მეწარმეები არ ზიან და აფრქვევენ თავიანთ გეგმებს. ისინი გეგმავენ, მიყვებიან და იმარჯვებენ. არაფერი გამოვა უბრალოდ ლაპარაკით და მხოლოდ ცოტას თუ გააოცებთ ცარიელი სიტყვებით. სამაგიეროდ კი ბევრს გააღიმებთ მისი ვერ შესრულებით.

9. ფოკუსი ფულზე და რიცხვებზე

მიუხედავად იმისა რომ წამოწყების მამოძრავებელი ძალა კარგი ფინანსური მდგომარეობაა, მხოლოდ ფულზე ფოკუსირება ბევრ რამეს დაგაკარგვინებთ. ეცადეთ შექმნათ პროდუქტები და სერვისები რაც რაღაცას ცვლის უკეთესობისკენ. თუ ეს კარგად გამოგივათ, მადლობას მსხვილ კუპიურებად მიიღებთ.

10. შეჩერება წარუმატებლობისას

გამოცდილმა მეწარმეებმა იციან რომ შეიძლება მათი წარმატება დროებითი აღმოჩნდეს. ისინი აცნობიერებენ ამის შანსს, არ ეშინიათ და ამას მათი განვითარების ნაწილად აღიქვამენ. ისტორიაში წარმატების მიღწევის არაერთი მაგალითი არსებობს რამდენიმე ასეული და ათასეული მცდელობის და წარუმატებლობის შემდეგ. არ არის სავალდებულო პირველივე წამოწყება წარმატებული გამოდგეს, მაგრამ სავალდებულოა არ გაჩერდეთ და განაგრძოთ წინსვლა.

მოგვწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით კიდევ რას არ ურჩევდით მეწარმეებს წარმატების გზაზე?