ინოვაციების კვირეული საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრისა და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის თანაორგანიზებით 24-დან 26 აპრილის ჩათვლით თბილისში “საქართველოს ინოვაციების კვირეული” ჩატარდა. ღონისძიებას ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონმა უმასპინძლა.   “ინოვაციების კვირეული” მიზნად ისახავს უზრუნველყოფს სექტორის მონაწილეთა ურთიერთთანამშრომლობისათვის ცოდნის და ინფორმაციის გაცვლა და ახალ პროექტებზე და პროდუქტებზე მუშაობის დაწყება.   “საქართველოს ინოვაციების კვირეული” საინფორმაციო ტექნოლოგიების გარდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. კვირეულში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, სამთავრობო უწყებები, ექსპერტები და სხვა.   კვირეულის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიზნების, ამოცანებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, ბიზნეს მარათონი და გამოფენა. ამასთან სამივე დღეს სესიების პარალელურად  პროგრამისტების კონკურსები – ჰაკათონი და CodeBattle; გაეცანით ეკონომიკის სამინისტროს სტატიას http://goo.gl/EV8ZJ3