წარმოგიდგენთ Google-ის ისტორიაში პირველ ტელე-რეკლამას რომელიც მისი ახალი ბროუზერის Google Chrome-ის პოპულარიზაციისათვის შეიქმნა. მათი თქმით ამით ისინი ხელს შეუწყობენ ბროუზერის საბაზრო პოზიციების გამყარებას რადგან Net Applications-ის აპრილის მონაცემებით ბროუზერთა საბაზრო წილში Google ახალ შვილობილს მხოლოდ 1.42% ერგება როდესაც Internet Explorer-ს 66,1%, Firefox-ს 22,5% და Safari-ს 8,2%.
რეკლამას რაც შეეხება გავა რამდენიმე ტელევიზიაში. გადაღებულია საკმაოდ მარტივი იდეით, ბროუზერის ლოგო პატარა სასრიალო დაფაზე ეჯახება სხვადასხვა კუბებს და გარდაქმნის მათ ბროუზერის სხვადასხვა ელემენტებად (ძირითადად ღილაკებად), საბოლოოდ კი მიიღება მაგიდაზე აწყობილი Google Chrome-ი რომელიც მოგიწოდებთ რომ სწორედ ეს ბროუზერი დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერში.
გამოყენებულია მხიარული მუსიკალური გაფორმება და ფერადი საბავშვო გარემო.
დანარჩენი თავად შეაფასეთ: