2009 წლის, 31 მიაისის მონაცმებით, PCMania.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვაში,   “როგორ შეაფასებთ PCMania.ge-ს ?” სულ 1624 ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა.

როგორც სტატისტიკამ აჩვენა გამოკითხულთა 46% (745 ვიზიტორი) ფიქრობს რომ  “PCMania.ge უბრალოდ მმმაგარია!”, პასუხის სხვა ვარიანტებზე კი ასეთი პროცენტული მაჩვენებლები ნაწილდება,


საინტერესოა
25%

აუცილებელია
7%

ინფორმატიულია
6%

დასახვეწია
8%

მოსაწყენია
2%

უინტერესოა
7%

 

გამოდის რომ ჩვენი ვიზიტორების უმრავლესობა კმაყოფილია  პროექტით რაც ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ წარმატებით ტკბობა ჯერ კიდევ ადრეა (და საერთოდ თვითკმაყოფილება წარუმატებლობის საწყისია), ამიტომ  ჩვენებურად რომ ვთქვათ სწორედ  “ეხლა იწყება, თავდავიწყება”.

სტატისტიკით საერთო ჯამში ჩვენი პროექტის სკეპტიკური მომხმარებლები გამოკითხულთა 17%-ია (დასახვეწია 8%, მოსაწყენია 2%, უინტერესოა 7%), ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ეცდება რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი მინიმუმამდე დავიდეს. ვიზრუნებთ იმაზე რომ PCMania გახდეს ყველა მომხმარებლისთვის საჭირო, სასარგებლო, საინტერესო და თუნდაც “უბრალოდ მაგარი” პროექტი.

PCMania.ge-ზე იწყება “დიიიდი განახლება” რომელიც ბევრ საინტერესო სიახლეს მოიცავს. ამჟამად ყველაფერი “დაპროექტების” ფაზაშია და მალე საკუთარ მონიტორებზე იხილავთ.

მადლობას ვუხდით ყველა იმ ვიზიტორს რომელმაც გამოკითხვებში მიიღო მონაწილეობა და დაგვეხმარა განგვესაზღვრა საიტის მდგომარეობა მომხმარებლებში.