არც კი ვიცი სტივის გარდაცვალების შემდეგ სამყაროს ტექ-ბიზნეს-მენები იდეებს ვიღასგან წაიღებენ,  მაგრამ ერთი რამ ცხადია, თავის დროზე როდესაც სტივმა ქაღალდის კონვერტიდან მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქი ამოიღო, ალბათ სხვა კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლებს გონება წაუხდა..

2011 წელს, “Intel Capital”-მა გამოყო 300 მილიონი დოლარი იმისათვის რომ შემდეგი 3-5 წელიწადი “ულტრაბუკების” სფეროს მხარდაჭერა უზრუნველყო. სულ მალე კი ინტელმა, ყოველწლიურ მსოფლიო ტექ-შოუ Computex-ზე, ულტრაბუკის კონცეფცია წარმოადგინა. მისი განმარტებით “ულტრაბუკები” ეს არის უმაღლესი ტექნოლოგიის საბნოუთბუქები (ულტრაპორტატული ან მინი ნოუთბუქი) და მისივე განცხადების საფუძველზე ეს სახელი სავაჭრო ნიშნად დარეგისტრირდება.

ულტრაბუკის ულტრა სითხელის გამო გარე პორტების (USB და ა.შ.) რაოდენობა ლიმიტირებულია. იყენებს დაბალ-ენერგომოხმარებად პროცესორებს, ინტეგრირებულ ვიდეო ადაპტერებს, SSD (Solid State Drive) ტექნოლოგიის მახსოვრობას და ერთჩარჩოიან (უნიბოდი) კონსტრუქციას ელემენტეის თხელ ქეისში დასატევად. შესაბამისად, როგორც მიხვდით, შექმნილია იმისთვის რომ მიიღოთ ნოუთბუქის ნაკლები ზომა და წონა, გაიხანგრძლივოთ ბატარეის ხანგრძლივობა და ამავდროულად შეინარჩუნოთ წარმადობა.

ულტრაბუკებს აწარმოებენ თითქმის ყველა ცნობილი კომპიუტერული ფირმები (Asus, HP, Toshiba, Samsung, Acer და ა.შ.). მათი ფასი წესით უნდა იწყებოდეს 1000$-მდე თუმცა თუნდაც ინტელ ჩიპების “სიიაფის” გამო ასეთ ბედნიერებას იშვიათად თუ შეხვდებით. საქართველოში კი როგორც ყოველთვის ასეთი უცხო და ბრჭყვიალა ნივთები არანორმალურად ძვირია და საშუალოდ 2000-იდან 3000 ლარამდე მერყეობს.

სინამდვილეში კი ახალი ულტრაბუკები არაფერია სხვა თუ არა სხვის მიერ წარმოებული MacBook Air-ები, მოკბეჩილი ვაშლის გარეშე. პროექტიც ხომ სწორედ MacBook Air-ის და ტაბლეტ ლიდერის iPad-ის კონკურენციის გასაწევად შეიქმნა და განვითარდა.

ბოდიში შემეშალა…