Kohjinsha უკვე ოფიციალურად წარმოადგინა მისი ახალი ორ-ეკრანიანი ნოუთი.. ახალბედას ორი სენდვიჩივით კეცვადი ეკრანი აქვს რომელის თითოეული ნაწილი 10.1 ინჩიანია (1024 x 600-ზე) და ამავდროულად შესაძლებელია მათი გარშემო ტრიალიც. ამასთან შეიძლება იმუშაოთ მხოლოდ ერთი ეკრანითაც როგორც სხვა მის მეგობარ ნოუთებს სჩვევიათ.

http://www.slashgear.com/wp-content/uploads/2009/11/Kohjinsha_DZ_4.jpg

მონაცემებს რაც შეეხება  პროცესორის საქმეში ერთვება დიადი AMD’s 1.6GHz Athlon Neo MV-40 (S780MN ჩიპსეტზე), ვიდეო კარტის როლში ATI Radeon HD 3200 გვევლინება (ინტეგრირებული). სტანდარტულად მოყვება 1 გბ RAM-ი. მყარი დისკი 160GB -ია რაც ალბათ სავსებით საკმარისია თქვენთვის. WiFi b/g/n, Bluetooth 2.1+EDR, gigabit ethernet-ი და ანაბეჭდის სენსორი რათქმაუნდა თანამედროვე ნოუთების განუყრელი ღირსებებია. და ამ ყველაფერთან ერთად ორ ეკრანზე ტელევიზიის გაშლაც შეგიძლიათ, რაც ნიშნავს რომ მოყვება TV tuner-იც.

აქვს 3 USB 2.0 და ხმის ჯეკი.. ბატარეა სტანდარტულად საკმარისია 4.5 საათის განმავლობაში. წონა? წონა 1.84 კილოგრამია.. არც თქვენს ჩანთაზე მძიმე და არც თქვენს მობილურზე მსუბუქი.

ნოუთი წარმოებაში ჩაეშვა იაპონიის სახელმწიფოში და მისი ღირებულება 79,800 იენია რაც დააახლოებით $921 მარადმწვანეს უდრის..

რას იტყვით, იყიდიდით ახალ  Kohjinsha DZ-ს?