მართალია ამ მოდელზე ჯერ კიდევ გამალებული მუშაობა მიდის და ჩანაფიქრის მიხედვით ეს ახალბედა Intel Pine Trail-ის ბაზაზე გამოვა, ეს ალბათ მაინც დროის საკითხია.. თუმცა ინტერნეტში უკვე გაჩნდა ცნობები და სიახლეები, ასე რომ ახალი HP Mini 210 დაბადებამდე პოპულარულია და უკვე არაერთ საიტზე შეინიშნება მის შესახებ ცნობები.

ახლანდელი მონაცემებით Mini 210 გამოიყენებს პროცესორს Atom N450 1,66 GHz. ასევე მისი ლამაზი ეკრანი 10,1 დიუმია რომელიც სრულად დაფარულია შუშით.

ახალ ნოუთს უკვე თან მოყვება დაყენებული Windows 7 Starter-ი.

ძირითადი კონფიგურაციის მიხედვით HP Mini-ს აქვს 1 გბ RAM-ი და 160 გბ ჰარდი,  მაგრამ სურვილისდა მიხედვით შეგიძლიათ მყარი დისკი გაზარდოთ 250 გბ-დე და ოპერატიულსაც წაუმატოთ 1-2 გეგაბაიტი.

ყველაზე “სისაყვარლე” რაც ამ ახალბედას გააჩნია არის HP-ის ტრადიციული ფერების ფართო არჩევანი და ულტრათანამედროვე ორნამენტები.

აშშ-ში ასეთ ნოუთბუქს 322$-დან 400$-მდე შეიძენთ, ძირითადი კონფიგურაციის მიხედვით.

და რათქმაუნდა ფოტოსესია HP Mini 210-თან ერთად

HP Mini 210

HP Mini 210

HP Mini 210

HP Mini 210

HP Mini 210

HP Mini 210

HP Mini 210

HP Mini 210