QR კოდი – იგივე Quick Response კოდი, არის სწრაფად აღქმადი კოდის სტანდარტი რომელიც 1994 წელს, კორპორაცია Denso-Wave-ის ხელმძღვანელობით შექმნეს. ჩვეულებრივი კამერისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შესაძლებელია QR კოდს გადაუღოთ სურათი და უმალვე კოდში დაშიფრული ინფორმაცია თქვენს მოწყობილობაში გადავა. უკვე არაერთ სავიზიტო ბარათს, ჭიქას, მაიკას და კიდევ რას აღარ ამშვენებს ეს გამოსახულება.

 


QR კოდის წაკითხვა ძირითადად მობილურ ტელეფონებს შეუძლიათ. თუ დაიტანთ თქვენს QR კოდს თქვენსავე სავიზიტო ბარათზე სხვა უბრალოდ გადაუღებს სურათს ამ კოდს და სპეციალური აპლიკაციის საშუალებით რამდენიმე წამში სრულ დაშიფრულ ინფორმაციას შეიტანს კონტაქტებში თქვენს შესახებ.

რისი დაშიფვრა შეგვიძლია?


QR-კოდში ძირითადად ტექსტური ტიპის ინფორმაციის დაშიფვრაა შესაძლებელი. მთავარია ინფორმაციის საერთო ზომა არ აჭარბებდეს მაქსიმუმ 7,089 ციფრს, ან 4,296 ასოს/სიმბოლოს ანდაც საერთო ზომით არ უნდა აღემატებოდეს 2,953 ბაიტს. შეგიძლიათ დაშიფროთ SMS-ი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ფაქსი, ელ. ფოსტა, ვებ ლინკი და ა.შ.

როგორ დავაყენოთ QR კოდის წამკითხველი?

არსებობს ბევრი აპლიკაცია რომელიც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენს მობილურ ტელეფონში და შემდგომ მისი საშუალებით ამოიკითხოთ QR კოდი. მოძებნეთ “QR Code Reader” თქვენი ტელეფონისდა შესაბამისად.

როგორ დავაგენერიროთ QR კოდი?

თუ გადაწყვიტეთ დაიტანოთ QR კოდი თქვენს სავიზიტო ბარათზე ან თუნდაც უბრალოდ კოდი გჭირდებათ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ვებსაიტი.

შეავსეთ ყველა ველი და დააწექით ღილაკს [Generate].

მიღებული სურათი შეგიძლიათ გადაიტანოთ სავიზიტო ბარათზე ან გამოიყენოთ სურვილისამებრ..