თუ თქვენი კომპიუტერიდან ბევრი ადამიანი შედის სკაიპიში (ასე ძირითადად ოფისებში ხდება), Skype-ს ჩართვისას Skype Name ველში მათი აუარებელი ჩამონათვალი გამოჩნდება.
არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია უაზროდ ჩაყრილი სხვადასხვა ნიკი.
როგორ შეიძლება მოვიშოროთ ზედმეტი სახელები ამ სიიდან?
მოკლედ დავიწყოთ:
- გათიშეთ სკაიპი (ვიცი რომ ძალიან გიჭირთ თქვენს მეგობრებთან განშორება მაგრამ 5 წუთით მაინც მოასვენეთ ეგ პროგრამა),
- შემდეგ გახსენით Run ველი სტარტ მენიუდან და ჩაწერეთ შემდეგი: %AppData%Skype
- დააჭირეთ Enter-ს და გამოვა სკაიპის სპეციალური ფოლდერი რომელშიც ჩვენი Skype Name-ბია ჩაყრილი.
მოკლედ თითოეულ Skype Name-ს აქვს თავისი ფოლდერი ასე რომ რომელიც ზედმეტია მხოლოდ ის მონიშნეთ და ჩვენებური Delete მიჰგვარეთ.
ჩართეთ Skype, ამიერიდან ჩვენი Drop Down List-ი სუფთა უნდა იყოს ყოველგარი ზედმეტი ნიკებისაგან.
თუ ასე არ მოხდა ე.ი. სისტემის გადატვირთვაა საჭირო და ჩართვის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება.