ერთერთი ყველაზე თავსატკივარი პრობლემა ახალ ვინდოუსებში არის კოპირების დაბალი სიჩქარე. ეს პრობლემა განსაკუთრებით შეიმჩნევა მაშინ როდესაც დიდი რაოდენობის ინფორმაციის გადაცემა ხდება ქსელის საშუალებით. თუ ხშირად გიწევთ ქსელში ფაილების გადაყრ-გადმოყრა, ან უბრალოდ გინდათ რომ კოპირების პროცესი ბევრად სწრაფი იყოს, ასევე გაქვთ სურვილი შუა პროცესში გააჩეროთ კოპირება, წაიმუშავოთ სხვა – დისკისათვის ინტენსიურ ოპერაციაზე და შემდეგ კვლავ გააგრძელოთ ბოლო ადგილიდან კოპირება, პროგრამა რომელსაც გაგაცნობთ იქნება ზუსტად ის რაც თქვენ გჭირდებათ.

TeraCopy –  ასე ქვია პროგრამას რომელიც შექმნილია იმისათვის რომ ფაილების გადაწერისას გამოიყენოს შესაძლებელი სიჩქარის მაქსიმუმი.  ტოვებს რა პრობლემატურ ფაილებს გადაწერის პროცესში, შედეგად არ წყდება გადაწერის მიმდინარეობა და მხოლოდ დასასრულს ნახავთ რომელი ფაილების გადაწერა ვერ მოხდა, ისე რომ შუა პროცესში არ გაგეთიშებათ ფანჯარა და წყალში არ ჩაგეყრებათ დიდი ხნის ნალოდინები.

TeraCopy ავტომატურად ამოწმებს ფაილებს შეცდომებზე CRC checksum-ის მნიშვნელობების გამოთვლით. ასევე გაძლევთ მეტ ინფორმაციას კოპირებადი ფაილის შესახებ ვიდრე ვინდოუსის სისტემაში არსებული მოდული. ინტეგრირდება Explorer-ში, შესაბამისად მარჯვენა ღილაკის მენიუში შეგიძლიათ ფაილ(ებ)ზე აწარმოოთ ოპერაციები. ყენდება ძირითად პროგრამადაც ფაილების გადასაკოპირებლად.

ასინქრონული კოპირებით ახერხებს მაღალი სიჩქარის მიღწევას ორ ფიზიკურ დრავის შორის. შეუძლია დააპაუზოს და გააგრძელოს კოპირება ნებისმიერ დროს, იმისთვის რომ განთავისუფლდეს სისტემის რესურსები. შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, შეეცდება რამდენჯერმე მოახდინოს ინფორმაციის აღდგენა და თუ სერიოზული დაზიანებაა უბრალოდ გამოტოვებს ფაილს. ინტერაქტიული ცხრილი გაჩვენებთ კოპირებადი ფაილების მდგომარეობას. ინტეგრირდება ვინდოუსში მარტივად და უპრობლემოდ, 64 ბიტიან Windows 8-სთანაც კი. ასევე აქვს უნიკოდის სრული მხარდაჭერაც.

აბსოლოტურად უფასოა და გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან