როცა სისტემური ფაილის ჩანაცვლება ანუ თავზე გადაწერა გჭირდებათ, თქვენ როგორც “სისტემის ადმინისტრატორს” მაინც არ გაქვთ იმის დაშვება რომ ეს მოქმედება განახორციეოთ. ძირითად შემთხვევაში იღებთ ესეთ შეტყობინებას  “Access denied: You need permission to perform this action.” ვინაიდან სისტემური ფაილები დაცულია TrustedInstaller-ის მიერ და შესაბამისად ის არ გაძლევთ დაშვებას ამ მოქმედების შესასრულებლად.

თუმცა რა თქმა უნდა არსებობს გზა რითაც მოიპოვებთ ფაილებზე ზემოქმედების უფლებას.

მაშ, ასე – ასეთი შეზღუდვებისას ვიქცევით შემდეგნაირად:

1. ვხსნით CMD-ს ადმინისტრატორის უფლებებით (სტარტ მენიუში ვწერთ  cmdმარჯვენა კლიკი  cmd.exe-ზე და ვირჩევთ Run as administrator.)

2. ახლა უნდა მოვიპოვოთ კონკრეტულ ფაილზე “მფლობელის” უფლება. ამისათვის CMD-ში ვწერთ შემდეგ ბრძანებას

takeown /f C:\Windows\System32\wmpeffects.dll და შემდეგ Enter (ჩაანაცვლეთ C:\Windows\System32\wmpeffects.dll თქვენი კონკრეტული ფაილის მისამართით)

თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ვიღებთ ესეთ შედეგს

3. ახლა კი უშუალოდ ფაილზე დაშვება შემდეგი ბრძანებით:

cacls C:\Windows\System32\wmpeffects.dll /G Jessica:F (ჩაანაცვლეთ Jessica თქვენი სისტემის მომხმარებლის სახელით) და რა თქმა უნდა Enter-ი.

მორჩა. ახლა უკვე ადვილად გადააწერთ კონკრეტულ სისტემურ ფაილს თავზე რაიმე ახალს.