არსებობს დროებითი ფაილები რომლებიც ხშირად თავისით არ იშლებიან და გროვდებიან ვინჩესტერზე, ე.ი. ჩვენი მუშაობის პროცესში ძალაუნებურად ჩვენს დისკებზე გროვდება ნაგავი, რაც ხშირ შემთხვევაში სერიოზულ ზომებს ახწევს. მოკლედ ამ თავში ჩვენ განვიხილავთ ნაგვის მოსპობის გზებს ჩვენი კომპიუტერიდან, რაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი კომპიუტერისათვის და რათქმაუნდა აუცილებელი ჩვენი სისტემის ოპტიმიზირებისათვის მაშ დავიწყეთ:

ნაბიჯი პირველი:

ნაგვის ყუთი
პირველ რიგში ვწმინდავთ ნაგვის ყუთს, ამისათვის ვხსნით ნაგვის ყუთს და მარცხენა მხარეს ვაჭერთ ღილაკს [Empty the Recycle bin], ამით მოვიშორებთ ნაგავს ყუთიდან.
ახლა ნაგვის ყუთის ფანჯარაში ვაწვებით მაუსის მარჯვენა ღილაკს და გამოგვყავს კონტესტური მენიუ, მენიუში ვირჩევთ Properties, გამოდის ახალი ფანჯარა…

ნაბიჯი მეორე:Disk Cleanup-ი
ვიყენებთ დისკის წმენდის იარაღს, დავიწყოთ C:/ დისკიდან. მონიშნეთ C:/ დისკი და მარჯვენამიაკლიკეთ :) გამოვა კონტესტური მენიუ, სადაც ვირჩევთ Options. გამოსულ ფანჯარაში ვაწვებით ღილაკს [Disk Cleanup] და ვიწყებთ!
Disk Cleanup განყოფილებაში მოცემულია წასაშლელი ფაილების ნუსხა, დააკვირდით ფაილის ტიპის დასახელების გასწვრივ წერია ზომა, ეს ზომა მიუთითებს იმას თუ რამხელა სივრცე იქნება გათავისუფლებული დასკიდან ამ ტიპის ფაილების გაწმენდის შემდეგ ანუ გაჩვენებთ ამ დისკზე არსებული ამ და ამ ტიპის ფაილების საერთო ზომას
Downloaded Program Files - ჩამოტვირთული პროგრამული ფაილები, ესენია ავტომატურად ჩამოტვირთული Active X Control-ის და Java აპლეტების ფაილები ვებგვერდების დათვალიერებისას.
Temporary Internet Files – დროებითი ინტერნეტ ფაილები, ესენია ვებგვერდების ფაილები რომლებიც შენახულია თქვენს დისკზე ვებგვერდის სწრაფად სანახავად, ანუ აქ ინახება ის სურათები ანიმაციაები და ა.შ. რომლებიც თქვენს მიერ დათვალიერებულ ვებგვერდებზეა განთავსებული რათა ვებგვერდის მეორედ ნახვისას თავიდან ჩამოსატვირთი არ გახდეს ვებგვერდის შიგთავსი.
Microsoft Office Temporary Files - მაიკროსოფტ ოფისის მიერ შექმნილი დროებითი ფაილები
Microsoft Error Reporting Temporary Files - მაიკროსოფტის მიერ ნაპოვნი შეცდომების დროებითი ფაილები
Recycled Bin - ნაგვის ყუთი რომელიც წეღან უკვე გავწმინდეთ :)
Temporary Files - უბრალოდ დროებითი ფაილები
WebClient/Publisher Temporary Files - WebClient/Publisher სერვისის დროებიტი ფაილები
Compress Old Files - ძველი ფაილების კომპრესირება
მონიშნეთ სასურველი ფაილების ტიპი რომლის გაწმენდაც გსურთ და დააწექით [OK]-ს წმენდის დასაწყებად. ეს რამდენადმე კიდევ უფრო გაასწრაფებს თქვენი ვინჩესტერის მუშაობას.

ნაბიჯი მესამე:

ნაგვის დამალული წყაროები
ახლა კი დროა ჩვენს კომპიუტერში დამალულ ნაგვის წყაროებს მივადგეთ, ამისათვის შევდივართ მისამართზე C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\ , ’მომხმარებლის სახელში’ იგულისხმება თქვენი ‘User Account’-ის სახელი, ანუ ჩემს შემთხვევაში მისამართი ასეთია C:\Documents and Settings\DEVI\.
აქ ერთ დამალულ საქაღალდეში მოგვიწევს შეძრომა, ამისათვის უნდა გამოვაჩინოთ დამალული ფოლდერები. ერთი მარტივი მოძრაობით პროგრამული მენიუშუს ზოლში (სულ ზევით) ვაწვებით ღილაკს [Tools] და გამოსულ მენიუში ვირჩევთ [Folder Options…] გამოსულ ფანჯარაში კი გადავდივართ განყოფილებაში [View], მოცემულ სიაში მონიშნეთ აღნიშვნა Display the contents of system folders, ასევე აუცილებლად ჩართეთ რადიობოქსი
Show hidden files and folders ამის მერე [OK]…
და აი ის დამალული საქაღალდე, მაშ ასე მისი სახელია Local Settings და სხვა საქაღალდეებისაგან განსხვავებით შედარებით გაუფერულებულია, ეს კი იმას ნიშნავს რომ საქაღალდე დამალულია. მოდით შევიხედოთ ამ საქაღალდეში.
აქ ჩვენთვის საინტერესო ობიექტებია Temp, History და Temporary Internet Files.
Temp-ი მეტად მნიშვნელოვანი საქაღალდე გახლავთ, თუ დიდი ხანია უკვე თქვენს კომპიუტერში სისტემა აყენია და თქვენც მისი აქტიური მომხმარებელი ხართ, თუ თქვენი კომპიუტერთან ურთიერთობის გამნმავლობაში ერთხელაც არ მიგიკითხავთ ამ განყოფილებისათვის დამიჯერეთ რომ აქ ნამდვილი ნაგავსაყრელი დაგხვდებათ 🙂 აქ განისვენებს თქვენს მიერ გახსნილი თითოეული არქივის შიგთავსი, თქვენს მიერ გაშვებული პროგრამების დროებითი ფაილები და მოკლედ ყველა ურჯულო ბაიტი აქა… ასე რომ შეგიძლიათ მონიშნოთ ყველაფერი და იმქვეყნად გაისტუმროთ ანუ წაშალოთ. შეიძლება რომელიმე ფაილის წაშლისას გამოვიდეს შეტყობინება რომ ამ ფაილის წაშლა შეუძლებელია რადგან იგი დაკავებულია რომელიღაც პროგრამის მიერ, ამ შემთხვევაში თავი გაანებეთ ამ ფაილს და მიხედეთ დანარჩენ ფაილებს რომლებიც თავისუფლად იშლებიან დისკიდან 😉 ამ ოპერაციის შემდეგ დამიჯერეთ თქვენი ვინჩესტერი შვებით ამოისუნთქებს.
History – ფოლდერი სადაც ინახება თქვენს კომპიუტერში მომხდარი მოქმედებების ისტორია, აქ აღირიცხება თქვენს მიერ გახსნილი ფაილები და ვებგვერდები, დამატებითი მონაცემებთან ერთად ანუ გახსნის თარიღი, დრო და ობიექტის მისამართი. გეტყვით რომ ამ ფოლდერის გასუფთავებით ვინჩესტერზე დიდი ადგილი არ გათავისულდება, აქ საქმე გვაქვს მხოლოდ რამდენიმე კილობაიტთან. ასე რომ თუ თქვენ თვლით, რომ ინფორმაცია რომელიც ამ საქაღალდეშია მოცემული უბრალოდ ნაგავია ან არაა სასურველი სხვა ადამიანებმა ნახონ შეგიძლიათ მთლიანად წაშალოთ, თუმცა საშუალება გეძლევათ წაშალოთ მხოლოდ ის ჩანაწერი რომელიც თქვენთვის არასასურველია. ამ ფოლდერის მთლიანად გასუფთავების შემთხვევაში თქვენი Internet Explorer-ის მისამართების ხაზში აღარ გამოჩნდება თქვენს მიერ მანამდე ნანახი ვებგვერდების ჩამონათვალი, თუ მაგალითად წაშლით მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ვებგვერდის ჩანაწერს, მაშინ მისამართების ხაზში მხოლოდ ის ვებგვერდები აღარ გამოჩნდება. აზრი მხოლოდ ერთია ვერავინ ვერ გაიგებს სად, როდის და რომელ საათზე იყავით 🙂
Temporary Internet Files – დროებითი ინტერნეტ ფაილები, ვინც არ იცის იმათ საყურადღებოდ, იმისათვის რომ ვებგვერდი დაათვალიეროთ სისტემა ვებგვერდზე არსებულ გრაფიკულ და სხვა მასალას თქვენს ვინჩესტერზე ტვირთავს, ადგილს სადაც ეს ფაილებია შემახული ქეშ მეხსიერება ეწოდება, ამის მერე თუ კიდევ ეწვევით მოცემულ ვებგვერდს სისტემა ქეშში გადაამოწმებს უკვე ჩამოტვირთული ხომ არ აქვს ეს ფაილები და აღმოჩენის შემთხვევაში პირდაპირ კომპიუტერიდან გაეშვება ობიექტები, შედეგად ვებგვერდი უფრო სწრაფად იტვირთება 🙂 მაგრამ ამ ყველაფერს ერთი მინუსი აქვს, თუ ვეგბვერდი დინამიურია და მასზე ინფორმაცია განახლდა, თუმცა მის სერვერზე ფაილები არ შეცვლილა, კომპიუტერი იფიქრებს რომ ეს ფაილები უკვე გააჩნია ქეშ მეხსიერებაში და იქიდან ამოიღებს მათ, შედეგად თქვენს ეკრანზე გამოჩნდება ძველი საიტი ანუ იმდღინდელი როცა კომპიუტერმა ამ საიტის ფაილები ქეშში შეინახა, შესაბამისად ვერ ნახავთ განახლებულ ინფორმაციას 🙁 თუმცა ამის წამალიც არსებობს, ერთი შეგიძლიათ რამდენჯერმე ”Refresh”-ი გაუკეთოთ საიტს სანამ ჩვენი ხისთავიანი, უფრო სწორედ ლითონისთავიანი კომპიუტერი მიხვდება რომ თავიდან ჩამოტვირთოს ფაილები, მეორე მეთოდი სწორედ ნაგვისაგან გაწმენდას ეხება, რომელსაც ახლა განვიხილავთ.
დავუბრუნდეთ ჩვენს დროებით ინტერნეტ ფაილების საქაღალდეს, ეს სწორედ ის საქაღალდეა რომელსაც ქეშ მეხსიერებას ვეძახით, ე.ი. აქ ამოწმებს კომპიუტერი გააჩნია თუ არა ვებგვერდზე არსებული ფაილები. ახლა წარმოიდგინეთ მომხმარებელი რომელიც დღეში ასობით საიტს ათვალიერებს (ალბათ თქვენც ასეთი ხართ ;)), ეს კი თვეში ათასობით, წელიწადში კი ათობით ან ასობით ათას საიტს ნიშნავს (ისე ძაან ნუ გავფრინდებით).
ჯამში კი გამოდის რომ თუ ამ ფოლდერს არ წმინდავთ, სისტემა კი წელიწადი მაინცაა გიყენიათ, თან ამას პლიუს ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები ბრძანდებით ეს ყველაერი საკმარისია იმისათვის რომ ამ საქაღალდეში ნამდვილი აჯაფსანდალი დაგხვდეთ (ცოტა gif ფაილები, ცოტა jpg-ც, დამატებით დაქუცმაცებული html გვერდები, იქაც php ფაილები, javascript-ი გემოვნებით და აჯაფსანდალიც მზადაა ;)). ამის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია კაცს რომელმაც ერთ წელიწადში ასობით ათასი საიტი დაათვალიერა და ამასობაში ერთხელაც არ მიუკითხავს ამ ფოლდერისათვის, შიგნით რა დახვდება 😉 ამას უკვე პირდაპირ ჯოჯოხეთი შეიძლება ვუწოდოთ! გამოდის რომ რაც კი საიტები დაგითვალიერებიათ, რა ნახატები თუ ტექსტი ან სკრიპტები ყოფილა ამ საიტბზე, ყველაფერი ამ ფოლდერშია ჩაყრილი და დღემდე ბაირამობს და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ვინჩესტერზე. ჭკუა ვასწავლოთ ამ საზიზღარ ფაილებს და უბრალოდ ერთი ხელის მოსმით იმქვეყნად გავისტუმროთ ეს ფაილები (ალბათ უკვე ცნობთ თქვენს კლავიატურაზე იმქვეყნად გამსტუმრებელს ღილაკს), შედეგად თავისუფალი ადგლი ვინჩესტერზე, თავისუფალი ინტერნეტ ქეშ მეხსიერება და რაც მთავარია ნაგვის სუნის გაქრობა 🙂

ნაბიჯი მეოთხე:

ციფრული ნამცხვრები
ალბათ ბევრი ვებგვერდი გინახავთ, ბევრშიც დარეგისტრირებულხართ იქნება ეს ფორუმი თუ ელ-ფოსტა, ალბათ იმ სიტუაციასაც წაწყდომიხართ როდესაც თქვენი ექაუნთიდან გამოსვლის გარეშე დაგიხურავთ ბროუზერი და შემდეგ იგივე საიტის გახსნისას საიტს უცვნია თქვენი კომპიუტერი და თავისით შესულა თქვენს ექაუნთში, ალბათ ყოველთვის გაწუხებდათ კითხვა როგორ ცნობს კომპიუტერს სხვადასხვა ფორუმი ან უბრალოდ ვებგვერდი?
ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ ყოველი ვიზიტისას ვებგვერდი თქვენს სისტემურ ”დუხოვკაში” აცხობს ნამცხვრებს, ვინც ცოტა გარკვეულია ვებგვერდების ამბებში ალბათ უკვე მიხვდა რომ საუბარია Cookie-ბზე (სიტყვა თარგმანში ნამცხვარს ნიშნავს), Cookie-ბი ეს არის ტექსტური ფაილები რომლებიც შეიცავენ და გადასცემენ გარკვეულ ინფორმაციას თავიანთ ვებგვერდებს, რაც შემდეგ განაპირობებს თქვენი კომპიუტერის ამოცნობას, პაროლის ავტომატურად შეყვანას და ა.შ.
გაინტერესებთ სად შეგიძლიათ მოიძიოთ სისტემური ”დუხოვკა”? გეტყვით! არა ამას ვერ ნახავთ ”ელიტ ელექტრონიქსის”ან სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში, მშრალ ხიდზე ან სხვა დაწესებულებაში, ის უბრალოდ თქვენს კომპიუტერშია. დიახ, დიახ თქვენს კომპიუტერშია, მაგრამ არა მართლა ”დუხოვკის” სახით არამედ ერთი ჩვეულებრივი სისტემური საქაღალდის სახით. ამ საქაღალდეს სახელად ”ნამცხრები” ანუ Cookies ჰქვია და მდებარეობს მისამართზე C:\Documents and Settings\თქვენი ”იუზერ ექაუნთის” სახელი\
თუ თქვენ ამ ფოლდერსაც არ ასუფთავებდით, აქაც დაახლოებით ისეთი სიტუაცია დაგხვდებათ როგორც ინტერნეტ ქეშის ნახვისას 🙂 მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ქეშში არსებულ ფაილებთან შედარებით აქ ჩალაგებული ნამცხვრები მნიშვნელოვნად ნაკლებს იწონიან. მოკლედ თუ გადაწყვეთთ რომ ეს ფაილები არაფერში არ გჭირდებათ და უბრალოდ ნაგვის კლასში გადიან იცით როგორც გაისტუმროთ საიქიოში 🙂
დღეისათვის მოვრჩეთ ნაგვის წმენდას, თორემ სადაცაა დასუფთავების სამსახურში დავიწყებთ მუშაობას 🙂