
Orbit Downloader 4.0.2 და Opera 10.61
DEVI | Aug 13, 2010 | Comments 5
დღეს მინდოდა ერთ პატარა პრობლემაზე მესაუბრა მაგრამ რადგან თემას მოჰყვა მოდით ჯერ თავად თემის მთავარ როლში მონაწილე პროგრამების ახალ ვერსიებს შემოგთავაზებთ:
Orbit Downloader 4.0.2
სიახლე ბევრი არაფერია,
- გამოსწორდა Orbit-ის და Firefox-ის ინტეგრაციის პრობლემა. ზოგიერთი ჩამოტვირთვის დროს არ ხდებოდა Orbit-ის გამოძახება..
- გაუმჯობესდა Orbit-ის ახალი სერვისის Software Updater მუშაობა. შეგახსენებთ რომ სერვისი ეძებს თქვენს კომპიუტერში არსებული პროგრამების ვერსიას და შემდეგ მისი განახლებული ვერსიის ჩამოტვირთვას გთავაზობთ..
პროგრამა უფასოა და ჩამოქაჩვა შეგიძლიათ ჩვენივე სერვერიდან: Orbit Downloader 4.0.2
Opera 10.61
ოპერამ საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადა.. ბოლო 60 და 61 ვერსიებში (და საერთოდ 50-იდან მოყოლებული) სერიოზული ძვრებია.
ოპერას ჩეინჯლოგს შეგიძლიათ გადახედოთ აქ.
გადმოწერეთ Opera 10.61
პრობლემა
თუკი თქვენ ხართ Facebook-ის და ოპერას აქტიური მომხმარებელი და აპირებთ ამავდროულად Orbit Downloader-ის დაყენებას მინდა გითხრათ რომ Orbit-ის ინსტალაციის დროს არავითარ შემთხვევაში არ მიუთითოთ ოპერასთან ინტეგრაცია..
საქმე იმაშია რომ Facebook-ის ჩატში ლაპარაკისას ყოველ ახალ მოსულ შეტყობინებაზე სისტემა აგდებს “ტკაპის” მსგავს ხმას.. ხოლო თუკი თქვენ ოპერაში ჩააინტეგრირებთ Orbit-ს მაშინ ეს ხმა აღიქმება როგორც mp3 ფაილის ჩამოტვირთვის პროცესი.
ანუ ყოველი ახალი შეტყობინებისას Orbit-ი იწყებს ამოხტომას და ახალი ჩამოტვირთვის შემოთავაზებას..
წარმოიდგინეთ ხანგრძლივი საუბრისას რა გემრიელად გაწვალდებით ყოველ ახალ შეტყობინებაზე Orbit-ის დახურვით : )
…………
სულ ეს არის რაც უნდა მეთქვა.. იმედია რომელიმე თქვენგანი მაინც გადავარჩინე წვალებას
Filed Under: Soft • პროგრამები • რჩევები • ★ Articles • ★ Download
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

Fatal error: Call to undefined function wp_related_posts() in /home/pcmaniag/domains/pcmania.ge/public_html/wp-content/themes/default/single.php on line 71

