დღეს მინდოდა ერთ პატარა პრობლემაზე მესაუბრა მაგრამ რადგან თემას მოჰყვა მოდით ჯერ თავად თემის მთავარ როლში მონაწილე პროგრამების ახალ ვერსიებს შემოგთავაზებთ:

Orbit Downloader 4.0.2

სიახლე ბევრი არაფერია,

– გამოსწორდა Orbit-ის და Firefox-ის ინტეგრაციის პრობლემა. ზოგიერთი ჩამოტვირთვის დროს არ ხდებოდა Orbit-ის გამოძახება..

– გაუმჯობესდა Orbit-ის ახალი სერვისის Software Updater მუშაობა. შეგახსენებთ რომ სერვისი ეძებს თქვენს კომპიუტერში არსებული პროგრამების ვერსიას და შემდეგ მისი განახლებული ვერსიის ჩამოტვირთვას გთავაზობთ..

Opera 10.61

ოპერამ საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადა.. ბოლო 60 და 61 ვერსიებში (და საერთოდ 50-იდან მოყოლებული) სერიოზული ძვრებია.

ოპერას ჩეინჯლოგს შეგიძლიათ გადახედოთ აქ.

პრობლემა

თუკი თქვენ  ხართ  Facebook-ის და ოპერას აქტიური მომხმარებელი  და აპირებთ ამავდროულად  Orbit Downloader-ის დაყენებას  მინდა გითხრათ რომ Orbit-ის ინსტალაციის დროს არავითარ შემთხვევაში არ მიუთითოთ ოპერასთან ინტეგრაცია..

საქმე იმაშია რომ  Facebook-ის ჩატში ლაპარაკისას ყოველ ახალ მოსულ შეტყობინებაზე სისტემა აგდებს “წკაპის” მსგავს ხმას.. ხოლო თუკი თქვენ ოპერაში ჩააინტეგრირებთ Orbit-ს მაშინ ეს ხმა აღიქმება როგორც mp3 ფაილის ჩამოტვირთვის პროცესი.

ანუ ყოველი ახალი შეტყობინებისას  Orbit-ი იწყებს ამოხტომას და ახალი ჩამოტვირთვის შემოთავაზებას..

წარმოიდგინეთ ხანგრძლივი საუბრისას რა გემრიელად გაწვალდებით ყოველ ახალ შეტყობინებაზე  Orbit-ის დახურვით.

5 კომენტარი
  1. მხოლოდ 10.61 ვერსიაში არის ქართული შრიფტი.აი ახლა ვუყურებ ზედა მარჯვენა კუთხეში წითელ ფონზე თეთრ ასო ბგერებს:მენიუ>ჩანართების ფანჯრები>>გვერდი>>ბეჭდვა . . . და ესე დაუსრულებლად 🙂

  2. მე რადგან LINUX მაქვს,ამიტომ ვინდოუსის პროგრამებს ხო არ დავაყენებ? ამიტომ მაქვს FIREFOX და მიდგას ზედ http://www.downloadhelper.net/ -ის მოდული და მშვენივრად მუშაობს, თან კონვერტირებასაც აკეთებს რაც ძალიან კარგია 🙂 🙂 🙂

  3. opera-ში მაქვს პრობლემა, დაყენებული მაქვს ფონტი BPG Extra Square და ოპერაში ყველა ქართულ სიტყვას ამ ფონტით მიჩვენებს, მინდა რომ Sylfaen-ით მიჩვენოს მარა Internation Languages-დან არ იცვლება. ამ ფონტს ხშირად ვიყენებ და არ მინდა წაშლა. რას მირჩევთ?

    • ფონტის რეზერვული ასლი შეინახეთ და დროებით წაშალეთ კომპიუტერიდან, შემდეგ ოპერაც წაშალეთ და თავიდან დააყენეთ (ეცადეთ ბოლო, ამჟამად 10.61 ვერსია დააყენოთ). ცოტახანი ნახეთ თუ იმუშავებს Sylfaen-ით და მხოლოდ ამის მერე ჩაწერეთ BPG Extra Square. ისევ არევის შემთხვევაში, Opera-ს პარამეტრებიდან არეგულირეთ ფონტები

კომენტარები დახურულია