მწარმოებლები აცხადებენ რომ ეს არის მსოფლიოში პირველი სამბირთვიანი პროცესორი,.. პროდუქტი შესრულებულია ARM არქიტექტურით და აქვს 1მბ მეორე დონის ქეშ-მეხსიერება. ორი ბირთვი ფუნქციონირებს 1,5 გჰც ტაქტურ სიხშირეზე. მესამე ბირთვის სიხშირე შეადგენს 624მჰც; მისი დანიშნულებაა რუტინული დავალებეის შესრულება და სისტემის მართვა დაბალი ენერგომომხმარებლობის შემთხვევაში.
Armada 628-ზე მომუშავე მოწყობილობა შეძლებს მაღალი ხარისხის მასალებთან გამკლავებას 1080р ფორმატში; ამასთან ერთად ბატარეის ერთხელ დატენვა საკმარისი იქნება 10 საათი ვიდეოს ყურების რეჟიმში სამუშაოდ ან 140 საათი მუსიკის სმენისას. http://www.marvell.com
პროცესორს აქვს 3D-ძრავა, რომელსაც შეუძლია 200მლნ-მსე სამკუთხედის წაკითხვა წამში, აქვს HDMI ინტერფეისის მხარდაჭერა, USB 3.0, DirectX, Open GL ES 2.0 და სხვადასხვა ოპერაციული სისტემები. შესაძლებელია გამოსახულების ერთდროულად რამდენიმე ეკრანზე გადმოტანა.