Blackberry PlayBook

კანადურმა კომპანია Research In Motion-მა (RIM) დააანონსა პლნაშეტური კომპიუტერი BlackBerry PlayBook. მოწყობილობის პრეზენტაცია შედგა BlackBerry DEVCON 2010-ის კონფერენციაზე.

პროგრამულ პლატფორმად BlackBerry PlayBook-ში გამოყენებულია BlackBerry Tablet OS, რომელიც არის QNX Neutrino-ის მიკრობირთვზე POSIX-ის და OpenGL-ის სპეციფიკაციის მხარდაჭერით.


მოწყობილობას აქვს Adobe Flash Player 10.1-ის, Adobe Mobile AIR-ის და Java-ის მხარდაჭერა. პლანშეტის ვებ-ბრაუზერი არის WebKit-ის ძრავაზე, რომელიც თავსებადია HTML5-თან.

მოდელი აღჭურვილია ორი ვიდეოკამერით (გაფართოვებით 3 და 5 მეგაპიქსელი), რომლებსაც შეუძლიათ მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა 1080p ფორმატში. პლანშეტს აქვს 7-დიუმიანი სენსორული ეკრანი, წერტილოვანი გაფართვებით 1024×600, ”მულტითაჩ” ტექნოლოგიის მხარდაჭერა, Wi-Fi (IEEE 802.11a/b/g/n), Bluetooth 2.1, სტერეოდინამიკები, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება და ასევე MicroHDMI და MicroUSB პორტები.

სიახლეს გააჩნია გიგაჰერცული ორბირთვიან პროცესორი, რომელიც შესრულებულია ARM Cortex-A9-ის არქიტექტურაზე. PlayBook-ში ჩაშენებული მეხსიერების მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.

პლანშეტს აქვს დოკუმენტების რედაქტირების და ელქტრონული წინგების წაკითხვის ფუნქცია, ასევე მედიაპლეერი MP3, AAC, WMA, H.264, MPEG, DivX და WMV ფორმატების მხარდაჭერით.

მწარმობელი აღნიშნავს, რომ სიხალეს შეუძლია BlackBerry-ის სმარტფონებთან შეერთება დაცული Bluetooth-კავშირის დახმარებით და ასევე ფაილებზე წვდომის უფლების მიღება, რომლებიც ინახება მათ მეხსიერებაში. ასევე არის კორპორატუილი პლატფორმის BlackBerry Enterprise Server.-ის მხარდაჭერა.

მოწყობილობის ზომებია –– 130×193×10 მმ, წონა –– 400 გრ.

სიახლე გაყიდვაში გამოვა 2011 წლის დასაწყისში. მომავალში კანადელები აპირებენ BlackBerry PlayBook-ის მოდულების მოდიფიკაციის გამოშვებას, 3G-ის და 4G-ის ქსელებში სამუშაოდ.