როცა სისტემური ფაილის ჩანაცვლება ანუ თავზე გადაწერა გჭირდებათ, თქვენ როგორც “სისტემის ადმინისტრატორს” მაინც არ გაქვთ იმის დაშვება რომ ეს მოქმედება განახორციეოთ. ძირითად შემთხვევაში იღებთ ესეთ შეტყობინებას “Access denied: You need permission to perform this action.” ვინაიდან სისტემური ფაილები დაცულია TrustedInstaller-ის მიერ და შესაბამისად ის არ გაძლევთ დაშვებას ამ მოქმედების შესასრულებლად.
თუმცა რა თქმა უნდა არსებობს გზა რითაც მოიპოვებთ ფაილებზე ზემოქმედების უფლებას.
მაშ, ასე – ასეთი შეზღუდვებისას ვიქცევით შემდეგნაირად:
1. ვხსნით CMD-ს ადმინისტრატორის უფლებებით (სტარტ მენიუში ვწერთ cmd, მარჯვენა კლიკი cmd.exe-ზე და ვირჩევთ Run as administrator.)
2. ახლა უნდა მოვიპოვოთ კონკრეტულ ფაილზე “მფლობელის” უფლება. ამისათვის CMD-ში ვწერთ შემდეგ ბრძანებას
takeown /f C:\Windows\System32\wmpeffects.dll და შემდეგ Enter (ჩაანაცვლეთ C:\Windows\System32\wmpeffects.dll თქვენი კონკრეტული ფაილის მისამართით)
თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ვიღებთ ესეთ შედეგს
3. ახლა კი უშუალოდ ფაილზე დაშვება შემდეგი ბრძანებით:
cacls C:\Windows\System32\wmpeffects.dll /G Jessica:F (ჩაანაცვლეთ Jessica თქვენი სისტემის მომხმარებლის სახელით) და რა თქმა უნდა Enter-ი.
მორჩა. ახლა უკვე ადვილად გადააწერთ კონკრეტულ სისტემურ ფაილს თავზე რაიმე ახალს.